top of page
menu-plant-final-menu.png

ცეკვა და საუნდ ჰილინგი

თამა და თეო&ვახო

15 ივლისი 20:00

15 ივლისს, ოთხშაბათს, 20:00 საათზე, ლუმოსში გეპატიჟებით აქტიური და პასიური მედიტაციების სინთეზურ საღამოზე, რომელსაც გაუძღვებიან აღმოსავლური, მანუალური და ჰოლისტიკური თერაპევტი, თამა და ვიბრაციული და ბგერითი თერაპევტები თეო & ვახო


რა გელით თერაპიულ საღამოზე?

🪇 პირველი ნაწილი დაეთმობა სხეულზე ორიენტირებულ აქტიურ ცეკვითი მოძრაობის თერაპიას, რომელიც სხეულებრივი გზით ემოციების გამოხატვისა და სულიერი, ემოციური და გონებრივი ბარიერებისა და ტკივილებისაგან გათავისუფლების ტექნიკაა. იგი ეფუძნება მოძრაობასა და ემოციას შორის ურთიერთობას, როგორც მექანიზმს, რომლიც მეშვეობითაც ინდივიდს შეუძლია პიროვნული ინტეგრაციის გზით საკუთარი თავის უფრო ცხადად დანახვა.


🌊 შეხვედრა დასრულდება აღმდგენი ბგერითი სესიით, რომელსაც გაუძღვებიან ბგერითი თერაპევტები, ვახო და თეო. სესიის განმავლობაში გამოიყენებენ ჰენდფენს, კრისტალისა და ტიბეტურ თასებს, კამერტონს, წვიმის ჯოხსა და სხვა კეთილხმოვან ინსტრუმენტებს. ეს ჰარმონიული ჟღერადობა დაგეხმარებათ ღრმა დასვენებაში, ნერვული სისტემის დამშვიდებასა და სრულ გადატვირთვაში.


🪈 თუ ჩაკრების ენით შევხედავთ, თითოეულ ცენტრს თავისი სიხშირე აქვს. დისბალანსის დროს ადამიანი გრძნობს შფოთვას, დაღლილობასა და შიშებს. ბგერითი თერაპია კი ეხმარება ამ ცენტრებს, „დაბრუნდნენ“ ბუნებრივ რიტმში.


ბგერითი თერაპია მუშაობს ვიბრაციის, სიხშირეების და რეზონანსის მეშვეობით. კვლევები აჩვენებს, რომ ღრმა რეზონანსული გამოცდილება ხელს უწყობს ტვინის ტალღების აქტიური ბეტა მდგომარეობიდან უფრო მშვიდ ალფა, თეტა ან დელტა მდგომარეობებში გადართვას, რაც დაკავშირებულია მედიტაციასთან, ღრმა დასვენებასთან, წვდომასა და აღდგენასთან.


🎶 ბგერა ასევე ეხმარება ავტონომიური ნერვული სისტემის დაბალანსებას და ააქტიურებს პარასიმპათიკურ - დასვენება-აღდგენის მდგომარეობას. ხმოვანი ვიბრაციები უშუალოდ აღწევს ქსოვილებში, კუნთებსა და ძვლებში, რაც ხელს უწყობს მოდუნებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და დაგროვილი დაძაბულობის გამოთავისუფლებას.


🌀 კვლევებით დასტურდება, რომ მსგავს პრაქტიკებს აქვს რესურსი, შეამციროს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონე. აქტიურდება აზოტმჟავის გამომუშავება, რაც სისხლძარღვების გაფართოებასა და ორგანიზმის მოდუნებას უწყობს ხელს.


🔹ცეკვითი მედიტაცია ლუმოსში ტარდება ყოველ ოთხშაბათს.


თამას ინდივიდუალური მასაჟი ლუმოსში:

👉 https://www.lumos.ge/individualurisesiebi/iaponuri-holistikuri-terapia

  • გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:

    დასწრება - 70 ლარი

    🌱 რეგისტრაცია გულისხმობს თანხის სრულად ჩარიცხვას. სამი დღით ადრე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება. რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა ჩარიცხვის ქვითრის გამოგზავნა.

    მიმღები:

    მ.მ ზ.წ

    ანგარიშის ნომერი:

    GE07TB7310345064300113

    ატვირთვა
bottom of page