

ზაფხულის გაცილება ცეკვითი და ბგერითი
მედიტაციით
თამა და თეო&ვახო
2 სექტემბერი 19:00 - 22:00
🍂 2 სექტემბერს , ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ლუმოსში გეპატიჟებით აქტიური და პასიური მედიტაციების სინთეზურ საღამოზე, რომელსაც გაუძღვებიან აღმოსავლური, მანუალური და ჰოლისტიკური თერაპევტი, თამა და ვიბრაციული და ბგერითი თერაპევტები თეო & ვახო
რა გელით თერაპიულ საღამოზე?
💃🕺პირველი ნაწილი დაეთმობა სხეულზე ორიენტირებულ აქტიურ ცეკვითი მოძრაობის თერაპიას, რომელიც სხეულებრივი გზით ემოციებ ის გამოხატვისა და სულიერი, ემოციური და გონებრივი ბარიერებისა და ტკივილებისაგან გათავისუფლების ტექნიკაა. იგი ეფუძნება მოძრაობასა და ემოციას შორის ურთიერთობას, როგორც მექანიზმს, რომლიც მეშვეობითაც ინდივიდს შეუძლია პიროვნული ინტეგრაციის გზით საკუთარი თავის უფრო ცხადად დანახვა.
🎶 შეხვედრა დასრულდება აღმდგენი ბგერითი სესიით, რომელსაც გაუძღვებიან ბგერითი თერაპევტები, ვახო და თეო. სესიის განმავლობაში გამოიყენებენ ჰენდფენს, კრისტალისა და ტიბეტურ თასებს, კამერტონს, წვიმის ჯოხსა და სხვა კეთილხმოვან ინსტრუმენტებს. ეს ჰარმონიული ჟღერადობა დაგეხმარებათ ღრმა დასვენებაში, ნერვული სისტემის დამშვიდებასა და სრულ გადატვირთვაში.
თუ ჩაკრების ენით შევხედავთ, თითოეულ ცენტრს თავისი სიხშირე აქვს. დისბალანსის დროს ადამიანი გრძნობს შფოთვას, დაღლილობასა და შიშებს. ბგერითი თერაპია კი ეხმარება ამ ცენტრებს, „დაბრუნდნენ“ ბუნებრივ რიტმში.
🌀 ბგერითი თერაპია მუშაობს ვიბრაციის, სიხშირეების და რეზონანსის მეშვეობით. კვლევები აჩვენებს, რომ ღრმა რეზონანსული გამოცდილება ხელს უწყობს ტვინის ტალღების აქტიური ბეტა მდგომარეობიდან უფრო მშვიდ ალფა, თეტა ან დელტა მდგომარეობებში გადართვას, რაც დაკავშირებულია მედიტაციასთან, ღრმა დასვენებასთან, წვდომასა და აღდგენასთან.
✨ ბგერა ასევე ეხმარება ავტონომიური ნერვული სისტემის დაბალანსებას და ააქტიურებს პარასიმპათიკურ - დასვენება-აღდგენის მდგომარეობას. ხმოვანი ვიბრაციები უშუალოდ აღწევს ქსოვილებში, კუნთებსა და ძვლებში, რაც ხელს უწყობს მოდუნებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და დაგროვილი დაძაბულობის გამოთავისუფლებას.
🩵 კვლევებით დასტურდება, რომ მსგავს პრაქტიკებს აქვს რესურსი, შეამციროს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონე. აქტიურდება აზოტმჟავის გამომუშავება, რაც სისხლძარღვების გაფართოებასა და ორგანიზმის მოდუნებას უწყობს ხელს.
გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:
დონაციით
🌱 რეგისტრაცია სრულიად თავისუფალი დონაციის პრინციპით არის შესაძლე ბელი. შეგიძლიათ ჩარიცხოთ თქვენთვის სასურველი თანხა, იმდენი, რამდენიც თქვენთვის კომფორტული და სასურველია. 🤍
მიმღები:
თ/გ თამარ გურგენიძე
ანგარიშის ნომერი:
GE61TB7952845064400003

