top of page
menu-plant-final-menu.png

ყურადღება, როგორც ინსტრუმენტი - ღია გაკვეთილი

დათო (ვარლამ) ჩარკვიანი

10 ნოემბერი 9:00 -10:00
10:00 -11:00

🍂 10 ნოემბერს, სამშაბათს, ლუმოსში გეპატიჟებით იოგას ახალი კურსის გაცნობით, ღია გაკვეთილზე, რომელსაც გაუძღვება ვარლამ (დათო) ჩარკვიანი. ღია გაკვეთილი დაეთმობა მასტერ ანდრეი სიდერსკის ორმოცწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით შექმნილი მეთოდის გაცნობას. 


🌿 ვარლამი (დათო), რომლის პრაქტიკაც იოგაში 29-წლიან გამოცდილებას ითვლის, საქართველოში სიდერსკის საავტორო მეთოდის წარმდგენია და ღია გაკვეთილზე გაგვიზიარებს ამ მეთოდით ვარჯიშის პირად გამოცდილებასაც.


🌟 ღია გაკვეთილზე ვარლამი დეტალურად ისაუბრებს სიდერსკის მეთოდის შესახებ. ამ დროის განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები, გაკვეთილის ბოლო 30 წუთი კი დაეთმობა პრაქტიკულ ვარჯიშს.


🌟 რას გულისხმობს სიდერსკის მეთოდი?


✨ ესაა მარტივი ასანების განსაზღვრული ჯაჭვისებური თანმიმდევრობა და სრულდება სუნთქვის განსაზღვრულ რიტმში.


🫴 ღია გაკვეთილი გამორჩეული შესაძლებლობაა, გაიცნოთ სრულიად გამორჩეული მეთოდი, რომელიც გვთავაზობს უსაფრთხო და თანმიმდევრულ გზას საკუთარ სხეულზე, სუნთქვაზე, ემოციებსა და ფიქრებზე სამუშაოდ და თვითკონტროლის აღსადგენად.


🌱 ღია გაკვეთილზე დასწრების ღირებულებაა: 30 ლარი


🌊 12 ნოემბრიდან კი შესაძლებლობა გაქვთ, შეუერთდეთ კურსს და ლუმოსში დაესწროთ კლასებს, რომლებსაც გაუძღვება ამ მეთოდის უშუალო წარმდგენი საქართველოში.


🐚 კურსი გაგრძელდება 24 დეკემბრამდე და მოიცავს 12 გაკვეთილს.


👌 კლასები ჩატარდება კვირაში ორჯერ - 

სამშაბათსა და ხუთშაბათს - 9:00 ან 10:00 საათზე


⭐ სიდერსკის მეთოდი პრაქტიკა მოიცავს:


⁠✨ სტრუქტურულ კორექტირებას;

✨ადამიანის ფორმის ოპტიმიზაციას;

✨ძალის აქტივაციას;

✨აღქმის, წარმოსახვისა და ყურადღების განვითარებას;

✨სექსუალური ენერგიის სუბლიმაციას;

✨ცნობიერების განვითარებას;

✨განრიდების განვითარებას;

✨მეხსიერების შინაარსის გამთლიანებას;

✨მგრძნობელობის განვითარებას;

✨თვითკონტროლის განვითარებას.


⭐ რატომ შეიძლება იყოს სასარგებლო სიდერსკის მეთოდი თანამედროვე ადამიანისათვის? 


✨დაგვეხმარება ყოველდღიურ სტრესთან გამკლავებაში;

დაამშვიდებს შინაგან ქაოსს;

✨დაგვეხმარება სხეულის სტრუქტურულ კორექტირებაში;

✨გაააქტიურებს შინაგან ძალას და განავითარებს თვითკონტროლს;

✨დაგვეხმარება ყურადღების კონცენტრაციაში.


❣️ კურსის ღირებულება: 280 ლარი

  • დასწრების საფასური:

    30 ლარი

    🌱 რეგისტრაცია გულისხმობს თანხის სრულად ჩარიცხვას. სამი დღით ადრე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება. რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა ჩარიცხვის ქვითრის გამოგზავნა.

    მიმღები:

    მ.მ ზ.წ

    ანგარიშის ნომერი:

    GE07TB7310345064300113

    ატვირთვა
bottom of page