

იოგა & მედიტაციური ხატვა
დათო (ვარლამ) ჩარკვიანი
28 ივლისი 19:00 - 22:00
ლუმოსში გეპატიჟებით განსაკუთრებულ ვორქშოფზე, რომელსაც გაუძღვება ჩვენი საყვარელი მასწავლებელი, იოგას პრაქტიკის 30-წლიანი გამოცდილების მქონე იოგას ინსტრუქტორი და მხატვარი ვარლამ (დათო) ჩარკვიანი.
ვარლამისთვის იოგა იქცა სწორედ ის გასაღები, რომელმაც გზა გაუხსნა მის შემოქმედებით პოტენციალს და აქედან გაჩნდა ხატვის იმპულსიც. ამ შეხვედრაზე ვარლამი გაგიზიარებთ პრაქტიკებს, რომლებმაც მისი ცხოვრება და შემოქმედება გარდაქმნა და გამო ხატვის ახალი ფორმები აღმოაჩენინა.
🌀 სიდერსკის მეთოდი და იოგას უნიკალური ხაზი
ვორქშოფის პირველ ნაწილში ვარლამი გაგაცნობთ მასტერ ანდრეი სიდერსკის ორმოცწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით შექმნილ უნიკალურ მეთოდს, რომლის ოფიციალური წარმდგენიც საქართველოში სწორედ ვარლამია და ამჟამად ონლაინ ფორმატში უძღვება კლასებს ლუმოსში.
იოგას ეს მეთოდი მოიცავს მარტივ ასანებს და მიმართულია:
სხეულის სტრუქტურული კორექტირებისა და ადამიანის ფორმის ოპტიმიზაციისკენ;
შინაგანი ძალის აქტივაციისკენ, თვითკონტროლისა და მგრძნობელობის განვითარებისკენ;
აღქმის, წარმოსახვის, ყურადღებისა და ცნობიერების გაფართოებისკენ;
სექსუალური ენერგიის სუბლიმაციისკენ;
მეხსიერების შინაარსის გამთლიანებკენ.
რატომაა ეს მეთოდი სასარგებლო თანამედროვე ადამიანისთვის?
ის გვეხმარება ყოველდღიურ სტრესთან გამკლავებაში, აწესრიგებს შინაგან ქაოსს, ააქტიურებს შინაგან ძალას, ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას და გვთავაზობს სრულიად უსაფრთხო, ეტაპობრივ გზას საკუთარ სხეულზე, სუნთქვაზე, ემოციებსა და ფიქრებზე სამუშაოდ.
ვორქშოფ ი დასრულდება ხატვის სესიით. მედიტაციური მდგომარეობა დაგეხმარებათ, ყოველგვარი შეფასებებისა და წესების გარეშე გადმოიტანოთ თქვენი შინაგანი გამოცდილება ტილოზე. ესაა ქვეცნობიერის თავისუფალი დინება, სადაც ხატავთ არა გონებით, არამედ შეგრძნებებით.
💻 ვარლამის ონლაინ კლასები და კითხვა-პასუხის რეჟიმი
ვორქშოფზე გექნებათ შესაძლებლობა, გაეცნოთ და შეუერთდეთ ვარლამ ჩარკვიანის რეგულარულ ონლაინ კლასებს და ივარჯიშოთ სახლიდ ან გაუსვლელად.
💬 ინტერაქცია და კითხვა-პასუხის რეჟიმი:
ვორქშოფს ასევე დაესწრებიან ვარლამის ონლაინ კლასის მონაწილეები. შეხვედრის ბოლოს შესაძლებლობა გექნებათ, პირადად დაუსვათ შეკითხვები როგორც ვარლამს, ისე მისი ონლაინჯგუფის მონაწილეებს და უშუალოდ გაიგოთ მათი რეალური გამოცდილების, პრაქტიკული შედეგებისა და ონლაინ ფორმატის ეფექტიანობის შესახებ.
✨ ვორქშოფზ ე დასასწრებად სასურველია, გქონდეთ მცირე გამოცდილება იოგას პრაქტიკაში, ხატვისათვის საჭირო ყველა მასალა დაგხვდებათ ადგილზე.
გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:
60 ლარი
🌱 რეგისტრაცია გულისხმობს თანხის სრულად ჩარიცხვას. სამი დღით ადრე რეგისტრაციი ს გაუქმების შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება. რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა ჩარიცხვის ქვითრის გამოგზავნა.
მიმღები:
მ.მ ზ.წ
ანგარიშის ნომერი:
GE07TB7310345064300113

