
ნადაბრაჰმა მედიტაცია და ბგერითი თერაპია / ლუნა
Tue, Sep 30
|თბილისი
ნადაბრაჰმა მედიტაცია განსაკუთრებით ეფექტური პრაქტიკაა სტრესის მოსახსნელად, ემოციური ბალანსის აღსადგენად და შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობასთან დასაბრუნებლად. ფასი: 70 ლარი


Time & Location
Sep 30, 2025, 8:00 PM – 10:00 PM
თბილისი, Sairme Street, 71 Godziashvili Park, თბილისი 0194, საქართველო
Guests
About the event
30 სექტემბერს, 20:00 საათზე, ლუმოსში გეპატიჟებით ოშოს ნადაბრაჰმა მედიტაციისა და ბგერითი თერაპიის საღამოზე, რომელსაც გაუძღვება ანი ანთაძე, იგივე ლუნა - სისტემური განლაგებისა და მანიფესტაციის პროცესების ფასილიტატორი, ოშოს დინამიკური მედიტაციების ფასალიტატორი.
ნადაბრაჰმა მედიტაცია არის პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს ხმის ვიბრაციას, ხელების მოძრაობასა და სიჩუმეში ყოფნას, რაც აერთიანებს სხეულს, გონებასა და სულს.
ნადაბრაჰმა მედიტაცია განსაკუთრებით ეფექტური პრაქტიკაა სტრესის მოსახსნელად, ემოციური ბალანსის აღსადგენად და შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობასთან დასაბრუნებლად.
პროცესი სამი ეტაპისგან შედგება:
პირველი ეტაპი: ზმუილი (Humming)
სხეული და გონება სინქრონულად იწყებს ვიბრაციას, პროცესის მონაწილე კი ხდება დამკვირვებელი. ამ დროს ვთავისუფლდებით ჩახშული ემოციებისა და ენერგიებისგან.
