

აღმოსავლური და ჰოლისტიკური თერაპია
თამარა
ენები: ქართული/ინგლისური/ ესპანური
აღმოსავლური და ჰოლისტიკური თერაპიების მოყვარულთათვის საზაფხულო საჩუქარი გვაქვს.
13 ივნისიდან 11 აგვისტომდე ლუმოსში აღმოსავლური, მანუალური და ჰოლისტიკური თერაპიების ოსტატი, თამარა გვიბრუნდება და იზრუნებს თქვენი ემოციური, ფიზიკური და ენერგეტიკული სხეულის დაბალანსებაზე, დასვენებასა და ახალი ენერგიით ავსებაზე.
თამარას მიდგომა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თქვენს ზოგად სულიერ და ემოციურ მდგომარეობაზე. მისი თერაპიები ერთმანეთის თანმხვედრია. ეფუძნება 5 ელემენტს, მერიდიანებსა და სხეულზე გამავალ ენერგეტიკულ წერტილებს.
თამარამ განათლება მიიღო დიენ ჩანის მულტირეფლექსოლოგიის საერთაშორისო სკოლასა და ალტერნატიული თერაპიის უმაღლეს სკოლაში, ბარსელონაში. აქვს ევროპული მასაჟის სისტემის ლიცენზია რეფლექსოლოგიის განხრით. ამჟამად მოღვაწეობს ესპანეთში, საქართველოსა და ურუგვაიში.
თერაპიების ჩამონათვალი:
იაპონური შიაცუ (ზოგადი და განცალკევებული მიდგომა); რეფლექსოთერაპია (ფეხი, ხელი, სახე); კრანეოსაკრალური თერაპია (ფასციების გათავისუფლება და ღრმა რელაქსაცია);
მულტირეფლექსოლოგია (ვიეტნამური მეთოდი, რომელიც იან/ინ იარაღებისა და ხელების გამოყენებით აჯანსაღებს ორგანოებსა და სისტემებს სახეზე არსებულ წერტილებზე ზემოქმედებით);
შიაცუ - იაპონური აღდგენითი თერაპია
შიაცუს ტექნიკა იაპონური აღდგენითი თერაპიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია, რომელიც იაპონური ფიზიოთერაპიის სახელითაც არის ცნობილი. შიაცუს ტექნიკა მოიაზრებს ადამიანის სხეულზე გამავალ ენერგეტიკულ მერიდიანებზე ზეწოლას თითებითა და ხელისგულებით, რაც ააქტიურებს სის ხლის მიმოქცევას და პაციენტს სტრესისგან გათავისუფლებაში, რელაქსაციასა და ენერგიის აღდგენაში ეხმარება. თერაპიის დროს გამოიყოფა ენდორფინები, რაც შემდგომ სხეულის თვითბალანსს უწყობს ხელს. შიაცუს მეთოდი ასევე მოიცავს ვიბრაციას, მობილიზებას, ფასციების გააქტიურებას, გაწელვასა და იაპონურ ქიროპრაკტიკას, შიაცუს დროს არ გამოიყენება ზეთები. სასურველია, გეცვათ თავისუფალი სამოსი.
ხანგრძლივობა: 60 წუთი
ფასი: 180 ლარი
რეფლექსოთერაპია (ფეხისგულები, სახე, ხელები) უძველესი ცივილიზაციების მიერ დატოვებული ჰოლისტიკური სამკურნალო თერაპია ცნობილია, როგორც სხეულისა და გონების თვითბალანსი. მეთოდი მოიაზრებს ფეხის ტერფებზე, ხელისგულებსა და სახეზე არსებული პერიფერიული ნერვული დაბოლოებების დამუშავებასა და სტიმულირებას. რეფლექსოთერაპია ეფუძნება სხეულისა და გონების თვითბალანსის თეორიას უძველეს რუკებზე დაყრდნობით, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის დაძაბულობას და ეხმარება ორგანიზმის ენერგეტიკულ და ენდოკრინოლოგიურ ბალანსს. რამდენიმე სეანსის შემდგომ ადამიანი თავს გრძნობს მშვიდად, უკეთ სძინავს, უმჯობესდება მისი გუნება-განწყობა და ორგანოების ფუნქციონირება. ყოველი სეანსის შემდგომ ეფექტის მოქმედება გრძელდება 48 საათის განმავლობაში და სხეულში აქტიურდება თვითბალანსის პროცესი.
ხანგრძლივობა: 60 წუთი
ფასი: 180 ლარი
სახისა და თავის (საკროკრანეალური) თერაპია - ფასციების, ანუ სხეულის შემკვრელი ბადის დაძაბულობისგან გათავისუფლება. სახის, თავის ქალის, კისრისა და საკრუმის მულტირეფლექსული წერტილების სტიმულირება. ეს მეთოდი ხელს უწყობს ღრმა რელაქსაციას, აძლიერებს იმუნიტეტს, გამოდევნის ტოქსინებს. წმენდს ლიმფას სხეულში არსებული ყველა ლიმფური კვანძის რეფლექსური დამუშავებით. ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს სტრესს, თერაპიის დრო ს გამოიყენება ბუნებრივი ეთერზეთები და წმინდა ხის სურნელი.
ხანგრძლივობა: 60 წუთი
ფასი: 180 ლარი
შიაცუ ნეიროსედატიური (სარელაქსაციო)
სარელაქსაციო, ანუ აღდგენითი შიაცუს ტექნიკა გულისხმობს სახისა და თავის ქალაზე არსებული წერტილების გააქტიურებას, რომლებიც სწრაფად უკავშირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემას და იწვევს ღრმა რელაქსაციას. მოდუნების დრო კი სხეულში აქტიურდება აღდგენითი პ როცესები. მეთოდი ეფუძნება მერიდიანებზე არსებულ წერტილებს ჩინური ტრადიციული მედიცინის მიხედვით, რომლებზე ზემოქმედებითაც ნერვული სისტემა მშვიდდება და ადამიანი განიცდის გონებისა და ფიზიკური სხეულის თვითჰარმონიზაციისგან სიამოვნებას.
ხანგრძლივობა: 60 წუთი
ფასი: 180 ლარი
