top of page
menu-plant-final-menu.png

თერაპიული იოგა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის

სალომე სარაჯიშვილი

ენები: ქართული/ინგლისური

ინდივიდუალური თერაპიული იოგას სესიები ლუმოსში სამი კატეგორიის ბავშვებისა და მოზარდებისთვის:

სპეციალური საჭიროებების, აუტისტური სპექტრის, დაუნის სინდრომისა და ADHD მქონე პირებისათვის. ინდივიდუალურ სესიებს გაუძღვება სერტიფიცირებული სოციალური თერაპევტი, სალომე სარაჯიშვილი. სალომეს ამასთანავე აქვს იოგას საერთაშორისო სერთიფიკატი და ინსტრუქტორად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. რამდენიმე წლის წინ სალომემ ეს ორი პროფესია გააერთიანა და შექმნა უნიკალური პროგრამა ბავშვებისთვის, მათ შორის, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. ინდივიდუალური სესიების ღირებულებაა: 80 ლარი ხანგრძლივობა: 1 საათი პროგრამა მოიცავს იოგას კლასიკურ ასანებს,სუნთქვის სავარჯიშოებს, სხვადასხვა გონებამახვილურ თამაშებსა და მედიტაციის ტექნიკებს, რაც ბავშვებსა და მოზარდებს ეხმარება წვრილი და მსხვილი მოტორიკის განვითარებაში, კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებაში და საკუთარ სხეულთან, გონებასა და ემოციებთან ძლიერი კავშირის დამყარებაში. თერაპიული იოგა მრავალმხრივ სასარგებლოა სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისათვის, რადგან ეხმარება სხეულისა და გონების ჰარმონიზაციას და მორგებულია ინდივიდიუალურ საჭიროებებზე. რატომაა სასარგებლო თერაპიული იოგა სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისათვის? ფიზიკური ბენეფიტები:

• აუმჯობესებს კოორდინაციას;

• არეგულირებს კუნთოვან ტონუსს;

• ზრდის მოქნილობასა და გამძლეობას; სენსორული ბენეფიტები:

• სენსორული ინტეგრაციის მხარდაჭერა;

• გარემო სტიმულებზე შეუღწევადობის შემცირება (რეგულარული პრაქტიკა ამცირებს ჰიპერ-სენსიტიურ რეაქციებს). ფსიქო-ემოციური ბენეფიტები:

• შფოთვისა და სტრესის შემცირება;

• დამშვიდება და კონცენტრაციის გაზრდა;

• პოზიტიური თვითშეგრძნება; ქცევითი და სოციალური ბენეფიტები:

• სტრუქტურის და რუტინის შეგრძნება; თერაპიულ იოგას უამრავი სარგებელი აქვს აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის. იოგა არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობაა, არამედ გონებისა და სხეულის ჰოლისტური პრაქტიკაც, რაც აუტისტური სპექტრის მქონე ინდივიდებს ეხმარება რეგულაციაში, თვითშეგნებასა და კომუნიკაციაში.

ემოციური რეგულაცია - ამშვიდებს, ამცირებს შფოთვასა და სტრესს. სენსორული ინტეგრაცია – ეხმარება სენსორული სტიმულების უკეთ აღქმასა და დამუშავებაში. ფიზიკური განვითარება – აუმჯობესებს წონასწორობას, კოორდინაციასა და მოტორულ უნარებს. სტრუქტურა და რუტინა – იძლევა პროგნოზირებადობას და სტაბილურობას. თვითშემეცნება – აძლიერებს სხეულისა და ემოციების გაცნობიერებას.

bottom of page