

ცეკვითი მედიტაცია
თამარა
ოთხშაბათი 20:00 - 21:30
ენები: ქართული / ინგლისური
გიზიარებთ სიახლეს, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს უფრო გაამხიარულებს და გააგრილებს...
ცეკვით მედიტაციას გაუძღვება ლუმოსისთვის უკვე საყვარელი, სერტიფიცირებული ჰოლისტიკური თერაპევტი, იოგასა და ცეკვითი მოძრაობის წამყვანი, თამარა გურგენიძე, რომელიც ბოლო სამი ზაფხულია, გვანებივრ ებს თავისი ჯადოსნური თერაპიებით, ზრუნვითა და ყურადღებით.
„ვინც ცეკვის ძალა შეიცნო, ის უფალთან დასახლდა“ - რუმი
ეს არ არის გონებაში ჩამახსოვრებული, კლასიკური ცეკვის გაკვეთილი. პრაქტიკა შედგება ნახევრად გიდირებული თერაპიული პროცესისგან, სადაც მოძრაობა ხდება ხიდი შენს შინაგან სამყაროში შესაღწევად. თამარა იყენებს სუფიურ საწყისებსა და თანამედროვე ენერგეტიკულ მიდგომებს, რათა დაუბრუნდეთ აწმყოს და გათავისუფლდეთ ეგოს მიერ შექმნილი ჩარჩოებისგან.
ჩვენი სხეულის 85% წყლისგან შედგება. მუსიკის ვიბრაცია და ინტუიციური მოძრაობა გვეხმარება ძველი ტკივილების, სტრესისა და ემოციური პროგრამების გამოდევნაში.
სიტყვების გარეშე, მოძრაობა თავად პოულობს გზას იმ ბლოკებამდე, სადაც კლასიკური თერაპია ვერ აღწევს. პრაქტიკა გვეხმარება სხეულის ყველა ნაწილის გააქტიურებაში, რაც ყოველდღიურობაში მეტ თავდაჯერებულობას, სიმსუბუქესა და შინაგან თავისუფლებას გვიბრუნებს.
აქ არავინ გაფასებს. დარბაზშ ი იქმნება მაღალი ენერგეტიკული სიხშირე, სადაც შეგიძლია იმოძრაო ისე, თითქოს არავინ გიყურებს. ეს არის უსაფრთხო გარემო, სადაც შენი ნერვული სისტემა ტოვებს თავდაცვის რეჟიმს და გადადის განკურნების ფაზაში.
არ არსებობს „სწორი“ და „არასწორი“ მოძრაობა. საჭიროა მხოლოდ მზაობა, რომ სცადო ახალი შეგრძნებები და მიჰყვე შინაგან ხმას.
გელით ერთობლივ მოგზაურობაში.
ყოველ ოთხშაბათს, 20:00 - 21:30 ზე;
თამარას შესახებ:
თამარა გურგენიძე IG @tama_oriental_therapies აღმოსავლური, მანუალური და ჰოლისტიკური თერაპიების ოსტატი. აღდგენითი იოგა, DMT ( ცეკვითი მოძრაობის თერაპია) ინსტრუქტორი. განათლება: დიენ ჩანის მულტირეფლექსოლოგიის საერთაშორისო სკოლა, ისმედის ქირომასაჟისა და ალტერნატიული თერაპიის უმაღლესი სკოლა, ბარსელონა, ესპანეთი. მოღვაწეობს ესპანეთში, საქართველოსა და ურუგვაიში.

If you choose an unlimited monthly subscription:
If you are a pupil, student, or pensioner: 232 GEL
When purchasing for 2 months: 551 GEL
When purchasing for 3 months: 783 GEL
When purchasing for 4 months: 986 GEL
When purchasing for 5 months: 1232.5 GEL
When purchasing for 6 months: 1392 GEL
If you purchase for more than 6 months, please contact us.Recipient:
Ioji LLC
Account number:
GE30TB7898736080100015
რეგისტრაცია მიღებულია, მეილზე მიიღებთ დასტურს

