

ლუმოსის მომღერალთა გუნ დი
თამო
ოთხშაბათი 11:00
ხუთშაბათი 20:00
შაბათი 19:00 (ორი ჯგუფის ერთობა)
ენები: ქართული
ლუმოსის მეგობრების წრეში ჩამოყალიბდა მომღერალთა დილის და საღამოს გუნდი, რომლებმაც გაფართოება გადაწყვიტეს და ეპატიჟებიან ახალ წევრებს საოცარ მუსიკალურ მოგზაურობაში - საგუნდო მუსიკის სამყაროში, სადაც ერთად ვიმუშავებთ ხმაზე, სმენასა და მუსიკალურ თვითგამოხატვაზე
გაკვეთილები ჩატარდება ორ ჯგუფად:
⚛︎ ოთხშაბათი: 11:00
⚛︎ ხუთშაბათი 19:30
გაითვალისწინეთ გუნდში პირველი საცდელი დასწრება უფასოა
გუნდი აერთიანებს მათ, ვისაც სურს, აღმოაჩინოს საკუთარი ხმა, განიცადოს ჯგუფური სიმღერის სიხარული და მუსიკით ერთიანობის ძალა.
ლუმოსის მომღერალთა გუნდი იმუშავებს სისტემატურად და მიიღებს მონაწილეობას ჰოლისტიკურ ფესტივალებში, მუსიკალურ საღამოებში, რითრითებში, ლაშქრობებსა და დღესასწაულებზე.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთობლივი, მხიარული და ჰარმონიული სივრცე, სადაც მუსიკალურად გავერთიანდებით მეგობრულ წრეში და ერთად ვაქცევთ ამ გამოცდილებას სულიერ ზეიმად - ავიმაღლებთ ემოციურ და შემოქმედებით ვიბრაციებს და ჰარმონიული მუსიკით შევიტანთ სინათლესა და სიხარულს ჩვენს ყოველდღიურობაში.
⚛︎ გუნდის რეპეტიციებს გაუძღვება მუსიკოსი და გუნდის დირიჟორი თამო ნასიძე, რომელიც საზღვარგარეთ რამდენიმე წლიანი ცხოვრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და ახალი ინიციატივებით და შთაგონებით აგრძელებს მოღვაწეობას სამშობლოში. თამოს მუშაობის სპეციფიკა და მიდგომები დაფუძნებულია მის მრავალფეროვან ინტერესებსზე, რომელიც მოიცავს ერთი მხრივ დასავლურ, ევროპულ და ქართულ საგუნდო მუსიკალურ გამოცდილებას, მეორე მხრივ კი აღმოსავლურ იოგა-მედიტაციურ პრაქტიკებს.
ჩვენი გუნდური შეხვედ რები მოიცავს: ❣︎
• ფიზიკურ გახურებასა და სუნთქვით სავარჯიშოებს;
• ბგერის წარმოქმნისა და ხმის განვითარების პრაქტიკებს;
• გუნდში მოსმენისა და ერთობლივი სიმღერის უნარების გამომუშავებას;
• ჰარმონიული და პოლიფონიური სმენის განვითარებას;
• სხვადასხვა ჟანრის საგუნდო ნაწარმოებების შესწავლას.
გუნდში გაწევრიანებისთვის სასურველია მცირე მუსიკალური გამოცდილება ან საბაზისო მუსიკალური მონაცემები, და, ცხადია, დიდი სურვილი, რომ გახდე ლუმოსის ჰარმონიული ოჯახის წევრი. მონაწილეების შერჩევა ხდება ინდივიდუალური გასაუბრებისა და მსუბუქი მოსმენის საფუძველზე.
გუნდში მონაწილეობის ყოველთვიური საწევრო გადასახადია:
ერთ ჯგუფში : 150 ლარი ☘︎
ორივე, დილის და საღამოს ჯგუფში - 200 ლარი ☘︎

If you choose an unlimited monthly subscription:
If you are a pupil, student, or pensioner: 232 GEL
When purchasing for 2 months: 551 GEL
When purchasing for 3 months: 783 GEL
When purchasing for 4 months: 986 GEL
When purchasing for 5 months: 1232.5 GEL
When purchasing for 6 months: 1392 GEL
If you purchase for more than 6 months, please contact us.Recipient:
Ioji LLC
Account number:
GE30TB7898736080100015
რეგისტრაცია მიღებულია, მეილზე მიიღებთ დასტურს

