

გამოღვიძ ების რითრითი
სალომე და მირო
24- 26 აპრილი
24-26 აპრილს, ლუმოსი გეპატიჟებათ განსაკუთრებულ მოგზაურობაში - ცემში, გამორჩეულ - ნაძვნარის დამტვერვის დროს. მიროსთან და სალომესთან ერ თად.
ჩვენ შევქმნით უსაფრთხო, მზრუნველ და მხარდამჭერ გარემოს, სადაც ყოველდღიურ ხმაურს ჩაანაცვლებს ჩვენს სუნთქვაზე მიყურადება, მოძრაობაზე დაკვირვება და შინაგანი სიმშვიდე, ორი დღის განმავლობაში გელით სრული გადატვირთვა – სხეულის, გონებისა და სულის განახლება და ახალი ენერგიით შევსება.
რა გველის ორი დღის განმავლობაში:
პრაქტიკები, რომლებიც დაგვეხმარება ენერგიის აღდგენასა და ემოციურ გათავისუ ფლებაში:
იოგა და ციგუნი: სხეულის გაცოცხლება და შინაგანი ენერგიის დაბალანსება.
ოშოს დინამიური მედიტაციები: კუნდალინი, ნადაბრაჰმა და სიყვარულის მედიტაცია - დაგროვილი დაძაბულობისგან გასათავისუფლებლად და გულის გასახსნელად.
ხატვის მედიტაცია: შემოქმედებითი პროცესი, სადაც ფერებითა და ფორმებით გამოვხატავთ იმას, რაც სიტყვებს მიღმაა.
ცნობიერი თამაშები: ჯგუფური ინტერაქცია, რომელიც გვეხმარება საკუთარი თავისა და სხვების უკეთ შეგრძნებაში.
რელაქსაცია და ბგერითი თერაპია ტიბეტური თასებითა და დიჯირიდუთი.
ვინ არიან სალომე და მირო?
სალომე იოგას ყურადღებიანი და მზრუნველი მასწავლებელია და ლუმოსში განსაკუთრებულ კლასს უძღვება - იოგა ინდივიდუალური მიდგომით. აქ ვარჯიში შეუძლიათ ნებისმიერი გამოცდილებისა და შედარებით უფროსი ასაკის ადამიანებს, მათ შორის მათ, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც განსაკუთრებულ ყურადღებასა და მზრუნველობას მოითხოვს.
მირო ლუმოსის სულისჩამდგმელია, თავისი მრავალფეროვანი ცხოვრების ერთ-ერთ ეტაპზე
დაინტერესდა იმგვარი პრაქტიკებით, რომლებიც
ადამიანებს ეხმარება ცნობიერების გაფართოებასა
და თავისუფალ თვითგამოხატვაში.
პირველი კალათა: 15 აპრილამდე - 490 ლარი;
15 აპრილის შემდეგ - 580 ლარი;
რითრითზე რეგისტრაცია გულისხმობს თანხის სრულად ჩარიცხვას. რითრითამდე სამი დღით ადრე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, თანხა უკან ვერ დაბრუნდება.
GE37TB7830436010100053
GE63BG0000000584433309
მ.მ. ს.კ.
