

სამდღიანი გაწმენდისა და განახლების საგაზაფხულო რითრითი
იაკო და სალომე
2,3,4 მაისი
2, 3 და 4 მაისს, ლუმოსის იოგას ინსტრუქტორები, სალომე და იაკო გეპატიჟებათ სამდღიანი გაწმენდისა და განახლების საგაზაფხულო რითრითზე ცემში.
ცემში გვიმასპინძლებს სასტუმრო განთიადი, მყუდრო და კომფორტული ნომრებით, ტყესთან ახლოს, რაც კიდევ უფრო დაუვიწყარ თავგადასავალს გვპირდება.
https://www.facebook.com/TsemiGantiadi
სალომე და იაკო ლუმოსის იოგას გამოცდილი და ყურადღებიანი ინსტრუქტორები არიან, მათი სწავლების მთავარი მიმართულებებია: ჰათჰა იოგა, თერაპიული იოგა და იოგა ინდივიდუალური მიდგომით.
რითრითის ღირებულებაა: 380 ლარი
ღირებულებაში შედის:
მგზავრობა მიკროავტობუსით;
განთავსება სასტუმროში;
კვება;
ყველა პრაქტიკაზე დასწრება.
რა გელით სამდღიანი განახლების რითრითზე?
ორგანიზმის გაწმენდა და უჯრედების განახლება -
პირველი დღე - შიმშილი, არ ვიღებთ არანაირ საკვებს, ვიღებთ მხოლოდ სითხეებს (წყალს, თაფლიან და ლიმონიან წყალს);
მეორე დღე - ხილი და ბოსტნეულის სალათები;
მესამე დღე - ვეგანური, მსუბუქი და ჯანსაღი კერძები, რომლებიც აგვავსებს ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებით.
მრავალფეროვანი იოგას პრაქტიკა სხეულის გასაძლიერებლად, ამტანობისა და მოქნილობის გასაზრდელად, კუნთების გასაწელად და მოსადუნებლად.
სუნთქვითი ვარჯიშები - ინსტრუქტორის მეთვალყურეობით სწორად და ყურადღებით შესრულებული სუნთქვითი ვარჯიშები ამშვიდებს და აბალანსებს გონებას, ათავისუფლებს დაგროვილ გაუცნობიერებელ და ნეგატიურ ემოციებს.
კონცენტრაცია და მედიტაცია - მენტალური სავარჯიშოები, რომლებიც ამცირებს შფოთვას და აძლიერებს კონცენტრაციას.
სიარულის მედიტაცია - მდუმარე მდგომარეობაში სიარულისას შესრულებული მარტივი, უბრალო ტექნიკა, რომელიც ძალიან საჭიროა დღევანდელ აჩქარებულ სამყაროში.
კონტაქტის იმპოვიზაცია, ავთენტური, გამათავისუფლებელი ცეკვა;