
.jpg)
მუდმივი დაუკმაყოფილებლობიდან რეალურ ძალამდე
დევარაჟ სანდბერგი
20 თებერვალი 19:00 -21:00; 21-22 თებერვალი 11:00 - 18:00;
უამრავი ადამიანს აქვს ცხოვრებაში დაუკმაყოფილებელი საჭიროებები, რომლებიც თავს იჩენს როგორც დროებით, დღის გარკვეულ მონაკვეთში, ასევე გამუდმები თ. ჩვენ ვცდილობთ, ეს შინაგანი სიცარიელე შევავსოთ ჭამით, შოპინგით, ონლაინ-სივრცეში სქროლვით, მოწევით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით, ან სხვა მავნე ჩვევებით. ვცდილობთ, თავი ავარიდოთ ამ სიცარიელის განცდას და გადავრთოთ ჩვენი ყურადღება სხვა რამეზე. თუმცა სიცარიელე არ ქრება. მეტიც, ის ყოველთვის ბრუნდება და უფრო მეტს ითხოვს ჩვენგან.
20, 21, 22 თებერვალს ლუმოსში, გეპატიჟებით სხეულზე ორიენტირებული თერაპიული ტექნიკების სამდღიანი ვორქშოფების სერიაზე, რომელსაც გაუძღვება ცნობილი ბრიტანელი სხეულზე ორიენტირებული თერაპევტი, დევარაჟ სანდბერგი.
❣ ︎ დევი 20 წელზე მეტია რაც ინტენსიურ თერაპიულ ვორქშოფებს უძღვება მსოფლიოს გარშემო, არის სხეულზე ორიენტირებული თერაპიის წიგნების ავტორი.
რაიხიანულ თერაპიაში შინაგანი დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობა ცნობილია, როგორც „ორალური ხასიათის სტრუქტურა“. როგორც წესი, სიცოცხლის პირველ წელს (0-12 თვე), დედასთან გარკვეული ფიზიკური, ან ემოციური კავშირის არარსებობის გამო, შინაგანად, მუცლის არეში, ინახება დანაკლისის განცდა, რასაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ, სახელს ვერ ვარქმევთ. ის ჩვენში ერთგვარი „შავი ხვრელივით“ მოქმედებს: დაუკმაყოფილებელი საჭიროებების განცდის სახით ჩნ დება და გვაიძულებს, ზედმეტად ვიყოთ კონცენტრირებულნი სხვა ადამიანებთან ურთიერთობებსა და ძლიერ სოციალურ სტიმულზე.
ადამიანებს, რომელთაც აქვთ დაუკმაყოფილებელი საჭიროებები, ხშირად უჭირთ ბუნებრივი ბრაზის განცდა და გამოხატვა. ისინი თვლიან, რომ ბრაზის გამოხატვის გამო შესაძლოა დაკარგონ ის ადამიანები, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა აქვთ. ისინი ყალიბდებიან პიროვნებებად, რომელთაც უჭირთ უარის თქმა, ცდილობენ, ყველას ასიამოვნონ, ყველას მოწონება დაიმსახურონ, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გააკეთებენ ყველაფერს (people pleaser). ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ ძალიან ლამაზებიც და საყვარლებიც, თუმცა, უჭირთ საკუთარი თავის დამკვიდრება და ხშირად ფეხქვეშ ეგებიან სხვებს.
ვორქშოფის განმავლობაში თქვენ შეისწავლით ბიოენერგეტიკულ ტექნიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ შინაგანი სიცარიელის შევსებაში. ასევე მიიღებთ მონაწილეობას კონფრონტაციულ სტრუქტურებში (დაპირისპირების სიტუაციები), რათა განიცადოთ თქვენი ბუნებრივი ბრაზი და შეძლოთ მისი ჯანსაღი გამოხატვა. შედეგად, თქვენი სიცარიელისა და საჭიროებების განცდა შემცირდება, თავს იგრძნობთ უფრო ენერგიულად და აივსებით განახლდებული ძალებით, შეძლებთ საკუთარი საზღვრების მკაფიოდ განსაზღვრას და ამ პოზიციიდან პირადი სივრცისა და საზღვრების უკეთ დაცვას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს ვორქშოფი გარკვეულ მომენტებში ემოციურად ინტენსიური და კონფრონტაციული იქნება. თუკი გადაწყვეტთ მონაწილეობის მიღებას, დარწმუნდით, რომ გაქვთ ამისათვის საკმარისი ემოციური მზაობა.
დევარაჯი ასწავლის ადამიანებს, რომელთაც აქვთ დაუკმაყოფილებელი ვლის მარტივად გასაგები ინგლისური ენით, საუბრობს ნელა და არ იყენებს ტექნიკურ ტერმინებს. ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.
Please pay the attendance fee in advance:
3 დღე - 460; პარასკევი - 90ლარი;
🌱 რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების სრულად გადახდას
15 თებერვლამდე გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ სრული გადახდილი თანხა მინუს 50 ლარი ადმინისტრაციის ხარჯი.
🌱 15 თებერვლის შემდეგ გაუქმების შემთხვევაში თანხა უკენ ვერ დაბრუნდება.Recipient:
ი.მ. თ.ბ.
Account number:
GE43BG0000000606194067

