top of page
menu-plant-final-menu.png

კუნდალინი იოგას კურსი

თემო ბესელია

24 ნოემბერი 20:00 - 21:30

🤍 ლუმოსში გეპატიჟებით კუნდალინი იოგას კურსზე, რომელსაც გაუძღვება ლუმოსის გამორჩეული ინსტრუქტორი, თემო ბესელია.  


🫴 კურსის განმავლობაში ჩვენ შევისწავლით ნუმეროლოგიის მეთოდს კუნდალინი იოგას მიხედვით. ეს მეთოდი გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ, ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. სპეციალური კრიებით და მედიტაციებით კი გავაძლიერებთ  დასუსტებულ მხარეებს და დავაბალანსებთ მათ. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას (ნუმეროლოგიის მეთოდს და ადამიანის 10 სხეულის ცნებას), ასევე პრაქტიკულ ნაწილს: კრიებს, ვარჯიშებს, სუნთქვებს და მედიტაციებს. 


🌊 კურსი არ მოითხოვს წინასწარ გამოცდილებას და განსაკუთრებით დააინტერესებს და სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც სურს, სიღრმისეულად გაიცნოს შინაგანი სასიცოცხლო ენერგია და დაამყაროს მასთან ჰარმონიული ურთიერთობა.


🐚 კურსის დაწყებამდე 24 ნოემბერს, 20:00 საათზე გვექნება უფასო ღია გაკვეთილი.

კურსი მოიცავს 12 შეხვედრას, 1-ელი დეკემბრიდან 19 იანვრამდე - ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს - 20:00 საათიდან 21:30 საათამდე.


🤍 კუნდალინი იოგა მე-20 საუკუნემდე გასაიდუმლოებული, ფარული სწავლება იყო, მაგრამ მერწყულის ეპოქის გავლენით გაჩნდა ამ ცოდნის ღიად გავრცელების შესაძლებლობა. კუნდალინი იოგას ღიად სწავლება დაიწყო იოგი ბჰაჯანმა მას შემდეგ, რაც ჰქონდა იმ ხილვა, რომელშიც გურუ რამდასმა დართო ამის ნება. 


💫 ბჰაჯანის სწავლება მრავალფეროვანი იყო - მოიცავდა კრიებს და მედიტაციებს, კურნების მედიტაციურ ტექნიკებს, თეთრ ტანტრას, ნუმეროლოგიას.

თემოს შესახებ:

✨ თემომ იოგას პირადი პრაქტიკა 2002 წელს დაიწყო, გავლილი აქვს კუნდალინი იოგასა და აშთანგა ვინიასა იოგას მასწავლებლობის კურსები მოსკოვში, 2005 წელს კი იოგას კურსი ინდოეთში, ვიჯეი ომარის სკოლაში. თემო ასევე არის რეიკის სამკურნალო მეთოდის ოსტატი. 2016 წლიდან დაინტერესდა ოშოს დინამიური მედიტაციის ტექნიკებით, ჰოლოტროპული სუნთქვისა და სხვა კათარზისული პრაქტიკებით.

✨ ამჟამად თემო ლუმოსში უძღვება 5 სხეულის იოგას კლასს, გარდა ამისა, არის ოშოს დინამიური მედიტაციების, ტანტრული პრაქტიკებისა და მრავალფეროვანი რითრითების ფასილიტატორი. თემოს კლასები გამოირჩევა მრავალფეროვნებით და ჰარმონიულად აერთიანებს როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ და ენერგეტიკულ სხეულთან მუშაობას.


🌿 კურსის ღირებულებაა 450 ლარი

  • Please pay the attendance fee in advance:

    450 ლარი

    🌱 შესაძლებელია თანხის ორ ეტაპად გადახდა - პირველი ნახევარი 20 ნოემბრამდე - 225 ლარი. მეორე ნახევარი - 3 დეკემბრამდე

    კურსზე რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის გამოგზავნის შემდეგ.

    Silk Bank-ის ,,მერე'' ბარათით გადახდის შემთხვევაში თანხა განაწილდება 4 თვეზე, გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0%-ად.

    გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით თანხის დაბრუნების პირობებს:

    გაითვალისწინეთ, რომ ვორქშოფამდე რეგისტრაციის სამი დღით ადრე გაუქმების შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება, ხოლო ვორქშოფამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე ჩარიცხული თანხა დაგიბრუნდებათ 50 ლარის გამოკლებით, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ და კურსის ორგანიზების ხარჯებს.

    Recipient:

    მ.მ ზ.წ

    Account number:

    GE07TB7310345064300113

    ატვირთვა
bottom of page