top of page
menu-plant-final-menu.png

ნეიროიოგას კლასი - ღია გაკვეთილი

სოფო ბუაძე

8 ოქტომბერი - 12:00 - 13:00

🫠 8 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, ლუმოსში გაიმართება ნეიროიოგის ღია გაკვეთილი, რომელიც დაეთმობა ტვინის გავარჯიშებას, ყურადღების, ბალანსისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას, ასევე სხეულისა და გონების ღრმა დაკავშირებას.


🌀 ნეიროიოგას კლასები ჩატარდება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 12:00 - 13:00


⭐ ნეიროიოგა აერთიანებს ტრადიციული იოგას ასანებსა და ნეირომეცნიერებაზე დაფუძნებულ სავარჯიშოებს. კლასის განმავლობაში იოგას პოზებსა და მოძრაობებს დაემატება სხვადასხვა ტიპის ნეიროსავარჯიშოები, რომლებიც ემსახურება ტვინისა და ნერვული სისტემის სხვადასხვა ფუნქციის გააქტიურებას. გაკვეთილებზე ვიმუშავებთ ვიზუალურ და ვესტიბულურ სისტემებზე, ნათხემზე, ბალანსზე, კოორდინაციაზე, მოძრაობის სიზუსტეზე, სივრცით აღქმასა და რეაქციის სისწრაფეზე. თვალის სავარჯიშოების, ბალანსის, კოორდინაციისა და სხვადასხვა მოძრაობის საშუალებით, ვეცდებით გავაძლიეროთ კავშირი ტვინსა და სხეულს შორის და გავაუმჯობესოთ მოძრაობის ხარისხი.


🌿 კლასს გაუძღვება სოფო ბუაძე - RYT500 სერტიფიცირებული იოგას მასწავლებელი, რომელსაც გავლილი აქვს Advanced Yoga Teacher Training, ასევე სპეციალიზებული ტრენინგები ნეიროიოგას, იოგას ანატომიის, პრანაიამასა და მედიტაციის მიმართულებით. მისი სწავლებისა და პრაქტიკის მთავარი ფოკუსი სხეულისა და ნერვული სისტემის ურთიერთკავშირი, გაცნობიერებული მოძრაობა, სუნთქვა და მედიტაციაა. თავის კლასებში სოფო აერთიანებს ტრადიციულ იოგას, თანამედროვე ნეირომეცნიერებაზე დაფუძნებულ მიდგომებსა და სხეულის ანატომიის ცოდნას, რათა პრაქტიკა იყოს გაცნობიერებული, ფუნქციური, მრავალფეროვანი და დაბალანსებული.


🧡 გელით შემოდგომის გამორჩეულ თავგადასავალში.

  • Please pay the attendance fee in advance:

    20 ლარი

    🌱 რეგისტრაცია გულისხმობს თანხის სრულად ჩარიცხვას. სამი დღით ადრე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება. რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა ჩარიცხვის ქვითრის გამოგზავნა.

    Recipient:

    მ.მ ზ.წ

    Account number:

    GE07TB7310345064300113

    ატვირთვა
bottom of page