top of page
menu-plant-final-menu.png

შესავალი სისტემურ განლაგებაში

თინა&თამუნა

18 ნოემბერი

ლუმოსში გეპატიჟებით პრაქტიკული ხასიათის შეხვედრაზე - შესავალი სისტემურ განლაგებაში - მათთვის, ვინც დაინტერესებულია, სიღრმისეულად გაეცნოს სისტემური განლაგების მეთოდს. შეხვედრას გაუძღვებიან თამუნა ჟიჟილაშვილი და თინა კუხიანიძე, სისტემური განლაგების ფასილიტატორები.

ვისთვისაა განკუთვნილი შეხვედრა:

მათთვის, ვისაც სმენია სისტემური განლაგების შესახებ და დაინტერესებულია, თუმცა ინტენსიურ სესიაში მონაწილეობის მისაღებად მეტი ინფორმაცია და გამოცდილება სჭირდება.


არ აქვს საკმარისი ინფორმაცია მეთოდის შესახებ და სურს, გაიგოს მეტი და თავადაც გამოსცადოს საკუთარ თავზე.


უკვე მიღებული აქვს მონაწილეობა პროცესში, თუმცა, სურს კიდევ უფრო ახლოს გაიცნოს სისტემური განლაგების მეთოდი.

შეხვედრა ორი ნაწილისაგან შედგება:

პირველ ნაწილში ვისაუბრებთ სისტემურ განლაგებაზე, როგორც ინსტრუმენტზე;


ვუპასუხებთ თქვენს შეკითხვებს;


გავაკეთებთ პატარა პრაქტიკებს სხეულის შეგრძნებების გამოსაცდელად და საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად.�


შეხვედრის მეორე ნახევარი კი სრულად დაეთმობა სისტემური განლაგების ერთ სრულ სესიას.

დასწრების ღირებულებაა: 70 ლარი

რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების სრულად გადახდას.

10 ნოემბრის შემდეგ თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდება.

  • გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:

    70 ლარი

    მიმღები:

    ანგარიშის ნომერი:

    ატვირთვა
bottom of page