

წმენდის ცერემონია ინტენსიური ბგერითი თერაპიით
ნელი აგირბა
24 იანვარი
შაბათს, 24 იანვარს, 18:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ბგერითი წმენდის ცერემონიაზე. პროცესს გაუძღვება მედიტაციის მასწავლებელი, მუსიკოსი და ბგერითი თერაპიის პრაქტიკოსი ნელი აგირბა.
რას მოიცავს ცერემონია?
ამის შესახებ ნელი თავად მოგვიყვება:
„პრაქტიკის მიზანია ღრმა მოდუნება, თვითგანკურნების სისტემის გააქტიურება, ჩრდილებთან შეხვედრა-მიღება და საკუთარი არსის მეტად გახსენება - პროცესი ყოველთვის ინდივიდუალური და განსხვავებულია.
რა ნაწილებისგან შედგება სესია? ⚛︎
*სამხრეთ ამერიკული და შორეული აღმოსავლეთის მცენარეების სამედიტაციო ჩაი;
* გაზიარება/სინერგიის წრე;
* ფიზიკური სხეულის შეგრძნება - ენერგეტიკული ნაკადის გააქტიურება;
* პრანაიამა - სხეულისა და გონების ცენტრირება, ფსიქიკური ენერგიის ზრდა;;
* შინაგანი კონცენტრაციის პრაქტ იკა ღრმა მოდუნების პროცესში ვერბალური გიდირებითა და ტიბეტური თასების თანხლებით;
* ბგერითი წმენდა - კვარცის კრისტალური თასების, გონგის, არფისა და სხვადასხვა ეთნიკური ინსტრუმენტების ვიბრაციებით;
* ინტეგრაცია - დაცვითი პრაქტიკა;
* ერთობაში დაბრუნება;
მონაწილეობისთვის რაიმე გამოცდილება ან წინასწარი ცოდნა არ არის საჭირო.
რა გავითვალისწინოთ ბგერითი თერაპიის სესიამდე?
არ მიიღოთ ალკოჰოლი და ხორცი ცერემონიის დღეს;
არ იკვებოთ შეხვედრამდე მინიმუმ 1 საათით ადრე (რაც მეტ ხანს იმარხულებთ, უკეთესი);
სასურველია, თუ გექნებათ მცირე შესვენება გარე ინფორმაციისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თუნდაც 1 საათით ადრე შეხვედრამდე;
ჩაიცვით მოხერხებული, სასურველია, ბუნებრივი ქსოვილის სამოსი;
შეიძება ძალიან გამოგადგეთ ბლოკნოტი და კალამი სესიის შემდგომი რეფლექსიისთვის.
ხანგრძლივობა 4 საათი.
სესიაზე დასწრების ღირებულებაა:
80 ლარიდან 108 ლარამდე თქვენთვის მოსახერხებელი თანხა.
Please pay the attendance fee in advance:
80-108
გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ.
Recipient:
ი.მ. ნელი აგირბა
Account number:
GE79TB7726645064300118

