top of page
menu-plant-final-menu.png

სისტემური განლაგება და ფსიქოდრამა

მოქშა ფეიქარი

20 ივნისი; 11:00-17:00 საათი;

ლუმოსში გიწვევთ სისტემური განლაგებისა და ვირჯინია სატირის ფსიქოდრამული მეთოდის, „ნაწილების წვეულების“, უნიკალური სინთეზური ვორქშოფზე, რომელსაც გაუძღვება სისტემური განლაგების ფასილიტატორი, მოქშა ფეიქარი.


რა გელით ვორქშოფის განმავლობაში?

ჩვენში ბევრი განსხვავებული ნაწილი ცხოვრობს: ერთი წინსვლას ცდილობს, მეორე გვიცავს, მესამე აკონტროლებს, მეოთხე ბრაზობს, მეხუთე სიყვარულს ეძებს, მეექვსე კი თავისუფლებას.

ვირჯინია სატირის „ნაწილების წვეულება“ არის თამაშით, მოძრაობითა და ფსიქოდრამით მუშაობის მეთოდი, რომელიც გვეხმარება ამ შინაგანი ნაწილების დანახვაში, გაგებასა და ინტეგრაციაში.


როგორ წარიმართება ვორქშოფი?

ვორქშოფის განმავლობაში თითოეული მონაწილე ირჩევს რამდენიმე შინაგან ნაწილს - როგორც მისთვის მიმზიდველს, ისე ნაკლებად სასურველს. თითოეულ ნაწილს ენიჭება თავისი სახელი, თვისება, ფრაზა, ჟესტი და მოძრაობის მანერა.

მნიშვნელოვანია, რომ ნაწილებს დავარქვათ ცნობილი პიროვნებების, მითიური არსებების ან ზღაპრის პერსონაჟების

 სახელები - მაგალითად, მსახიობების, მწერლების, ისტორიული ფიგურების ან არქეტიპული გმირების.

არ ვირჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც პირადად გვიცნობენ: ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს ან ახლობლებს.

ეს პროცესს უფრო უსაფრთხოს, სიმბოლურს და თავისუფალს ხდის.

ჯგუფის წევრები ამ ნაწილებს აცოცხლებენ, როგორც „წვეულების სტუმრებად“

ვორქშოფზე ვიმუშავებთ იმ შინაგან ნაწილებთან, რომლებსაც დღეს ყველაზე ძლიერი ზეგავლენა აქვთ ჩვენს ამჟამინდელ ცხოვრებაზე. ამის გამორკვევა კი შესაძლებელია ისეთი შეკითხვების დასმით, როგორებიცაა:

რომელი ნაწილი იღებს გადაწყვეტილებებს თქვენში?

რომელი ნაწილი გიშლით ხელს წინსვლაში?

რომელი ნაწილი ითხოვს ყურადღებას?

რომელი ნაწილი დარჩა ბავშვობაში?

რომელი ნაწილი ფლობს თქვენს ძალას, მაგრამ ჯერ არ გაქვთ სრულად გაცნობიერებული?

რა სარგებელს მიიღებთ ვორქშოფში მონაწილეობით?

ვორქშოფზე გექნებათ შესაძლებლობა, დაინახოთ თქვენი შინაგანი ნაწილები, გაიგოთ მათი გზავნილები და დაიწყოთ მათი ინტეგრაცია უფრო მთლიან, მშვიდ და რესურსულ მდგომარეობაში.

რა უნდა გაითვალისწინოთ ვორქშოფამდე?


თან შეგიძლიათ წამოიღოთ მასკარადის სტილის პატარა აქსესუარები: შარფები, ქუდები, ნიღბები, სათვალეები, ხელთათმანები, სამკაულები, მოსასხამები, ფერადი ქსოვილები, ლენტები, ბუმბულები ან პატარა სიმბოლური ნივთები - წიგნი, სარკე, მარაო, ჯოხი, ყვავილი, გვირგვინი და სხვა.

ეს აქსესუარები დაგეხმარებათ, უფრო ცოცხლად გამოხატოთ შინაგანი ნაწილები, რომლებიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს ცნობილი პიროვნებების, მითიური არსებების, ზღაპრის გმირებისა ან არქეტიპული ფიგურების სახით.

  • Please pay the attendance fee in advance:

    160 ლარი

    რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის გამოგზავნის შემდეგ.

    გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით თანხის გადახდისა და დაბრუნების პირობებს.

    რეგისტრაცია გულისხმობს თანხის სრულად ჩარიცხვას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვორქშოფამდე რეგისტრაციის სამი დღით ადრე გაუქმების შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება. ხოლო ვორქშოფამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე ჩარიცხული თანხა დაგიბრუნდებათ 50 ლარის გამოკლებით, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ და ორგანიზების ხარჯებს.

    Recipient:

    Account number:

    ატვირთვა
bottom of page