
.jpg)
ტაი ჩის კურსი
იური ლომიძე
ღია გაცნობითი გაკვეთილი: 31 იანვარი
ლუმოსში გეპატიჟებით ტაი ჩი ჩუანის ძველი 10 ფორმის კომპლექსის შემსწავლელი ორთვიანი კურსის უფასო ღია გაკვეთილებზე -
31 იანვარს , 19:00 საათზე;

იან სტილის ძველი 10 ფორმა უნიკალურია თავისი ხასიათით. ახალი სტილებისგან განსხვავდება გამოირჩევა თავისი ჰაიროვნებით, ენერგიის აკუმულირების მეტი შესაძლებლობით.ვიდრე ეს ტაიჩის ახალ თანამედროვე ფორმებშია შესაძლებელი.
იურის ეს ფორმა 45 წლის წინ ჩინელმა მასტერმა დაი ჩაომ ასწავლე და მას შემდეგ უზიარებს დინამიური მედიტაციის მოყვარულ საზოგ ადოებას.
კურსი ჩატარდება 5 თებერვლიდან - 5 აპრილამდე
სამშაბათსა და ხუთშაბათს 20:00 - 21:30 საათზე,
რას მიიღებ ტაი ჩის 2-თვიანი კურსის განმავლობაში?
• შეისწავლი იან სტილის ძველი 10 ფორმის სრულ კომპლექსს — საფუძველს, რომელზეც ტაი ჩის მთელი პრაქტიკა დგას • ისწავლი მოძრაობაში მედიტაციას — როგორ იყო ერთდროულად მოდუნებულიც და კონცენტრირებულიც • გააძლიერებ სხეულს რბილად: გაუმჯობესდება ბალანსი, მოქნილობა და კოორდინაცია • შეიგრძნობ შინაგან ენერგიას (ცი) და მის ბუნებრივ მოძრაობას სხეულში • ისწავლი სუნთქვით ტექნიკებს, რომლებიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ავსებს ენერგიით • შეამცირებ სტრესს და დაძაბულობას — მოძრაობა გახდება რეგულაციის ინსტრუმენტი • დაამყარებ მიწასთან კავშირს — მოძრაობები გახდება უფრო სტაბილური და დაცული • მიიღებ პრაქტიკას, რომლის შესრულებასაც დამოუკიდებლად შეძლებ კურსის დასრულების შემდეგ • შექმნი საკუთარ რიტმს — ნელ, უწყვეტ მოძრაობაში • იგრძნობ უფრო მეტ სიმშვიდეს, სიცხადეს და შინაგან ცენტრს ყოველდღიურ ცხოვრებაში

ტაი ჩი, ანუ მოძრაობა მედიტაციაში, აერთიანებს საბრძოლო ხელოვნებასა და ცეკვას. მოძრაობები ჰაეროვანია და რბილი, და მიმართულია შინაგანი ძალის გაზრდაზე.
კურსის შეხვედრების გაკვეთილები ჩატარდება:

კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ტაი ჩის პრაქტიკოსებისათვის.
ტაი ჩის ძირითადი პრინციპებია:
* მოდუნება და ბუნებრიობა: ყველა მოძრაობა სრულდება რბილად, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე. სხეული მოდუნებულია, მაგრამ, ამასთანავე, მზადაა მოქმედებისთვის;
* სიჩქარის შენელება და უწყვეტობა: მოძრაობები სრულდება ნელა და უწყვეტად, ისე, თითქოს „დინებას" მიჰყვება. ეს საშუალებას გაძლევთ, იგრძნოთ თქვენი შინაგანი ენერგია და უკეთ აკონტროლოთ სხეული.
* შინაგანი ენერგია (ცი): ტაი ჩი ფოკუსირებულია შინაგანი ენერგიის განვითარებასა და მართვაზე. ცი მოძრაობს სხეულში, კვებავს ორგანოებსა და სისტემებს.
* წინააღმდეგობათა ერთიანობა: სირბილისა და სიმყარის, დაძაბულობისა და მოდუნების, ინისა და იანის მუდმივი შერწყმა, რაც ქმნის ჰარმონიასა და ბალანსს.
* დამოკიდებულება მიწასთან: ვარჯიშისას მნიშვნელოვანია, იგრძნოთ კავშირი მიწასთან, თითქოს ღრმად იდგამთ ფესვებს მიწაზე, რაც მოძრაობებს ანიჭებს სტაბილურობასა და ძალას.
* წრიული მოძრაობები: ტაი ჩის მოძრაობები წრიულია, რაც ხელს უწყობს ცის ჰარმონიულ მოძრაობას სხეულში.
* კონცენტრაცია და ყურადღება: მნიშვნელოვანია ფოკუსირდეთ შეგრძნებებზე, სუნთქვასა და მოძრაობებზე. ეს აუმჯობესებს კოორდინაციასა და კონცენტრაციას.
რა სარგებლობა მოაქვს ტაი ჩის რეგულარულ პრაქტიკას?
* ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება: მოქნილობის, კოორდინაციის, ძალისა და გამძლეობის ზრდა;
* მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება: სტრესის შემცირება, ძილის გაუმჯობესება და კონცენტრაციის გაძლიერება;
* შინაგანი ენერგიისა და სასიცოცხლო ძალის მომატება;
* დაავადებების პრევენცია: გვეხმარება გულსისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი და სხვა სისტემების დაავადებების პრევენციაში.
* სულიერი განვითარება და თვითშემეცნება.
Please pay the attendance fee in advance:
ორთვიანი კურსის ღირებულებაა: 450 ლარი.რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების 40%-ის, 180 ლარის გადახდას.
დარჩენილი ნაწილის სრულად გადახდა ხდება 25 იავრამდე
25 იანვრის შემდეგ გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ სრული გადახდილი თანხა მინუს 50 ლარი ადმინისტრაციის ხარჯი.Recipient:
ი.მ. თ. ბ
Account number:
GE43BG0000000606194067

