

ურთიერთობის ხელოვნება
ნინია ჯოხაძე
28 მარტი - 12:00 - 15:00;
სიტყვა „ტანტრას“ ბევრი მითი და გაუგებრობა ახლავს თან -
სამწუხაროდ, ხშირად არასწორად უკავშირებენ ორგიებს ან პოლიგამიას. ზოგიერთისთვის კი შა ვ მაგიასა თუ მისტიკურ პრაქტიკებთანაც კი ასოცირდება.
სინამდვილეში, ტანტრა სიღრმისეული თვითშემეცნებისა და ემოციური განკურნების გზაა, მრავალგანზომილებიანი ინსტრუმენტების სისტემა სულიერი ზრდისა და ცნობიერების გაფართოებისთვის.
ნინია თავად მოგვითხობს საკუთარი გამოცდილების შესახებ:
„ტანტრა ჩემს ცხოვრებაში ათი წლის წინ გაჩნდა და სრულიად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. ეს გამოცდილება ჩემთვის იქცა გზად, რომელმაც დამანახა სხეულთან, ცნობიერებასა და სიცოცხლესთან უფრო ღრმა კავშირის შესაძლებლობა. სწორედ მაშინ დავიწყე ტანტრის სიღრმისეულად შესწავლა და ამ ცოდნის საკუთარი გამოცდილებითა და სხეულით გააზრება.
ტანტრა შევისწავლე Tantra Essence school-ში, Ma Ananda Sarita-სთან, რომელიც არის ამ სკოლის დამფუძნებელი და მსოფლიოში აღიარებული ტანტრის მასწავლებელი.
უკვე 5 წელზე მეტია, საქართველოში ვატარებ ტანტრის ტრენინგებსა და ვორქშოფებს ქალებისთვის, სადაც ვქმნი უსაფრთხო და მხარდამჭერ სივრცეს სხეულთან კავშირის აღსადგენად, შინაგანი ენერგიის გასაღვიძებლად და საკუთარი ბუნების ღრმად შესაცნობად.
ამ ეტაპზე ვგრძნობ, რომ ჩემი პრაქტიკა გაფართოების ახალ ეტაპზეა და მჯერა, ტანტრის ცოდნა მნიშვნელოვანი და ტრანსფორმაციული გამოცდილებაა როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის.
ჩემი სურვილია, შევქმნა უსაფრთხო, დაცული, პატივისცემაზე დაფუძნებული და ავთენტური სივრცე, სადაც ტანტრა აღიქმება არა როგორც მითი ან გაუგებრობა, არამედ როგორც სიბრძნე, ცნობიერება და სიცოცხლის
სიხარულის გზა და სადაც ადამიანები შეძლებენ:
საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას;
ღრმა კავშირების დამყარებას;
სხეულთან და გულთან დაბრუნებას;
ცნობიერების გაფართოებას;
ნამდვილი, ავთენტური ცხოვრების შეგრძნებას;
ხანგრძლივობა: 3 საათი;
თარიღი: 28მარტი | 12:00- 15:00;
ფასი: 160 ლარი
Please pay the attendance fee in advance:
160 ლარი
🌱რეგისტრაცია გულისხმობს თანხის სრულად ჩარიცხვას. სამი დღით ადრე გაუქმების შემთხვევაში, 50 ლარი, როგორც ადმინისტრაციის ხარჯი, არ ბრუნდება🌱Recipient:
შპს იოჯი
Account number:
GE30TB7898736080100015

