top of page
menu-plant-final-menu.png

დაოსური სიბრძნის პრაქტიკული კურსი

ნუგზარ ძოძუაშვილი

14 ნოემბერი 17:00-19:00 საათი

6 შეხვედრა, შაბათობით

🌱 ლუმოსში გეპატიჟებით აღმოსავლური სიბრძნის თეორიული საფუძვლების შემსწავლელ პრაქტიკულ კურსზე, რომელსაც გაუძღვება ამერიკაში მოღვაწე ციგუნისა და ტაი ჩის ჩენ სტილის ქართველი ოსტატი, ნუგზარ ძოძუაშვილი.  


🐚 კურსი დაიწყება გაცნობითი შეხვედრით, რომელიც გაიმართება 14 ნოემბერს, 17:00-19:00 საათზე და დასწრება შეეძლება აღმოსავლური სიბრძნით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. კურსი მოიცავს 6 შეხვედრას შაბათობით - 21, 28 ნოემბერს, 5, 12, 19 და 26 დეკემბერს, 17:00-19:00 საათზე.


💫 ნუგზარ ძოძუაშვილი ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და ადამიანებსა და კორპორაციებს ცხოვრებისა და ბიზნესის ჰარმონიულად მართვაში ეხმარება. ნუგზარი 35 წელზე მეტი ხანია, თვითსრულყოფის ჩინური პრაქტიკითაა დაკავებული, რომელიც შეისწავლა ჩინეთში, ინიციაცია კი მსოფლიოში ცნობილი მასწავლებლისგან - სუი იუნ ძიანგისგან მიიღო. 


⭐ რას შევისწავლით კურსის განმავლობაში?


კურსის განმავლობაში თეორიულად გავეცნობით დაოისტური ფილოსოფიის საფუძვლებს, დინამიური მედიტაციის, ციგუნის კომპლექსებს, რომლებიც ნუგზარმა შეისწავლა თავისმა მასწავლებლისგან, ოსტატ სუი იუნ ძიანისგან. ციგუნი მარტივად ასათვისებელი ფიზიკური პრაქტიკაა, რომელიც ემსახურება ფსიქიკურ, ენერგეტიკულ და ფიზიკურ მხნეობას და მთლიანობას. 


💛 სალექციო ნაწილში შევეხებით აღმოსავლური სიბრძნის მნიშვნელოვან პრინციპებს - ინი/იანი, მიზეზშედეგობრიობის კანონი, ვუ-უეი, აკუპუნქტურის წერტილები, მიკრო და მაკრო კოსმოსები, ფენშუი, რაც გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას  და შესაძლებლობას მოგვცემს, ყოველდღიურ ცხოვრებაში დავნერგოთ ისინი.

  • Please pay the attendance fee in advance:

    გაცნობითი შეხვედრა - 20 ლარი
    კურსი - 280 ლარი

    🌱 გაცნობითი შეხვედრა 20 ლარი
    შესაძლებელია კურსის ღირებულების ორ ეტაპად გადახდა - პირველი ნახევარი 6 ნოემბრამდე - 140 ლარი. მეორე ნახევარი - 20 ნოემბრამდე.
    კურსზე რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის გამოგზავნის შემდეგ.

    Silk Bank-ის ,,მერე'' ბარათით გადახდის შემთხვევაში თანხა განაწილდება 4 თვეზე, გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0%-ად.

    გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით თანხის დაბრუნების პირობებს:

    გაითვალისწინეთ, რომ ვორქშოფამდე რეგისტრაციის სამი დღით ადრე გაუქმების შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება, ხოლო ვორქშოფამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე ჩარიცხული თანხა დაგიბრუნდებათ 50 ლარის გამოკლებით, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ და კურსის ორგანიზების ხარჯებს.

    Recipient:

    მ.მ ზ.წ

    Account number:

    GE07TB7310345064300113

    ატვირთვა
bottom of page