top of page
menu-plant-final-menu.png

ბგერითი თერაპია

ნელი აგირბა

ენები: ქართული/ინგლისური

ბგერითი თერაპია ნელი აგირბასთან ერთად ​ ენები: ქართული/ინგლისური სესიის ღირებულებაა: 260 ლარი წყვილისთვის - 320 ლარი სესიის ხანგრძლივობაა: 2 - 2.5 საათი ინდივიდუალურ ბგერით თერაპიას გაუძღვება ნელი აგირბა, მედიტაციის მასწავლებელი, მუსიკოსი, მუსიკოთერაპიისა და ბგერით-ვიბრაციული თერაპიის პრაქტიკოსი. ბგერითი თერაპიის ინდივიდუალური სეანსი მორგებულია ადამიანის ენერგეტიკულ მდგომარეობაზე, შინაგან პროცესებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე.


ბგერითი თერაპიის დროს გამოიყენება სხვადასხვა სიხშირისა და თავისებურების ინსტრუმენტები: კვარცის კრისტალური და ტიბეტური თასები; გონგები; კელტური არფა; შამან დრამი; ხმა; სხვა ეთნიკური და სამკურნალო ინსტრუმენტები;


სესიის მიზნები:

დაჩრდილული შრეებისთვის სინათლის მოფენა;

ღრმა შიშების, ტკივილისა და ბლოკების მოფერება და გარდაქმნა;

სხეულის, გულისა და სულის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; საკუთარი არსის გახსენება;

ღვთაებრივ ბუნებასთან, პირველწყაროსთან კავშირის გაღრმავება.


სესიის ეფექტები:

ღრმა ფიზიკური მოდუნება და შინაგანი სიმშვიდის გაღრმავება; სიმსუბუქისა და თავისუფლების შეგრძნება;

აღქმისა და გონების სიცხადე;

ემოციური ტვირთების შემსუბუქება;

სიღრმეში მიჩუმებული საკითხების გამოღვიძება, რაც იწვევს ცვლილებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში;


ინდივიდუალური ბგერითი თერაპია არის შესაძლებლობა, გაეთიშო გარესამყაროს „ხმაურს“, დაისვენო, გადართო ნერვული სისტემა მოდუნების რეჟიმში და, ამგვარად, დაიწყო თვითგანკურნების პროცესი ფიზიკურ, ემოციურ და მენტალურ დონეზე, რასაც შედეგად მოჰყვება განწმენდა, საკუთარი არსის გახსენება, შინაგანი სიჩუმე, ძალის აღდგენა და ცნობიერების ვიბრაციული სიხშირის გადართვა.


სეანსის დროს გამოიყენება მაკურნებელი მცენარეების ჩაი.


ბგერით თერაპიას წინ უძღვის მცირე მოსამზადებელი პრაქტიკა - მოძრაობა, გაცნობიერება, სუნთქვა, ცენტრირება, ფიზიკური სხეულიდან ყურადღებისა და ენერგიის გამოთავისუფლება.


შეხვედრა სრულდება აწმყო დროსა და სივრცეში დაბრუნებით და იწყება მიღებული გამოცდილების ინტეგრაციის პროცესი.


გაითვალისწინეთ, რომ ბგერითმა თერაპიამ შეიძლება მოგიტანოთ როგორც სიმშვიდისა და სიმსუბუქის შეგრძნება, მაგრამ ამასთანავე აღმოჩნდეს თვითჩაღრმავების, გადაფასებისა და ტრანსფორმაციის ბიძგი, რაც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მზაობაზე.


რეკომენდაციები ბგერითი თერაპიის სესიისთვის მოსამზადებლად:

თერაპიისგან მაქსიმალური შედეგის მისაღებად და პროცესის პატივისცემისთვის სასურველია:


ჩაიცვათ თავისუფალი, ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი;

სესიის დაწყებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე თავი შეიკავოთ საკვების მიღებისგან;

არ მიიღოთ ხორცი და ალკოჰოლი სესიის დღეს; სასურველია, თუ შეისვენებთ გარე ინფორმაციისგან, მათ შორის სოციალური ქსელებისგანაც, თუნდაც შეხვედრამდე 1 საათით ადრე.

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაიწყოთ ასეთი წმენდა 2-3 დღით ადრე - ასე გაზრდით სესიის სიღრმესა და ინტეგრაციის ხარისხს.


სესიის შემდგომი მხარდაჭერა: პროცესის დროს დაძრული გაწმენდა-გადაწყობის პროცესი გრძელდება გარკვეული ხნის განმავლობაში. შესაძლებელია სიმსუბუქის, სიხარულის სიხშირის მატება, ინტროსპექციის, ანდა მომატებული ემოციურობის პერიოდი.


რეკომენდაციები ინტეგრაციისთვის: დარჩით სიჩუმეში დიდხანს;

გაწმენდისთვის მიიღეთ წყალი (სასმელად და განსაბანად);

გამოიყენეთ ცნობიერების ნაკადით ჟურნალინგის პრაქტიკა;

სესიის დასრულების შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში შესაძლებლობა გაქვთ, გქონდეთ კონტაქტი თერაპევტთან, რომელიც დაგეხმარებათ ინტეგრაციაში და საჭიროების შემთხვევაში გირჩევთ დამატებით პრაქტიკებს, ან მხარდაჭერის გზებს.

bottom of page