top of page
menu-plant-final-menu.png

სხეულზე ორიენტირებული თერაპია

​

​

ენა: ინგლისური


ლუმოსში შესაძლებლობა გაქვთ, დაჯავშნოთ ინდივიდუალური სესიები ცნობილ ბრიტანელ თერაპევტთან, დევარაჟ სანდბერგთან, რომელიც 20 წელზე მეტი ხანია, უძღვება ინტენსიურ თერაპიულ ვორქშოფებს მსოფლიოს გარშემო. ასევე ავტორია რამდენიმე სხეულზე ორიენტირებული თერაპიული წიგნების.  https://shorturl.at/4wuSD


ღირებულება: 1საათიანი ონლაინ სესია: 180 ლარი


დევარაჟის სხეულზე ორიენტირებული თერაპიული მიდგომა ეფექტურია მათთვის: 


  • ვისაც მუდმივად ახასიათებს „კარგი ბიჭის“ ან „კარგი გოგოს“ ტიპის ქცევები, უჭირს მკაფიო საზღვრების დაცვა, მუდმივად ელის სხვებისგან ვალიდაციას, (pleasers), ზედმეტად გახსნილია  და ამის გამო ხშირად ემოციურად ზიანდება;

  • ვისაც სურს ცხოვრებაში მეტის ან, უბრალოდ, სიცოცხლის შეგრძნება;

  • ვინც განიცდის დეპრესიას ან შფოთვას;

  • ვინც ზედმეტად დამოკიდებულია ნივთიერებებზე, პორნოგრაფიასა და/ან რიტუალურ ქცევებზე;

  • ვისაც სურს, იმუშაოს პიროვნების სტრუქტურასა (Character Structure) და ბიოენერგეტიკაზე, ასევე შეასრულოს სუნთქვითი ვარჯიშები.



სესიის დაჯავშნამდე ინიშნება გაცნობითი ხასიათის საუბარი, რომლის მიზანია, თერაპევტთან ერთად განიხილოთ, ეფექტური იქნება თუ არა ამ ტიპის თერაპიული მიდგომა პირადად თქვენთვის. გაცნობითი საუბარი შედგება ონლაინ და ამ დროს თერაპია არ ტარდება.


ონლაინ სესიები – მუშაობას დაწყებამდე ივსება ონლაინ ფორმა (intake form) - გაქვთ თუ არა ჩამოყალიბებული თერაპიასთან დაკავშირებული მიზნები და განზრახვები. ასევე თან უნდა დაურთით თქვენი შედეგები პიროვნების სტრუქტურის ქვიზიდან (Character Structure Quiz). პირველ სესიაზე განიხილება თქვენი საჭიროებები და მიზნები და მოგეცემათ ორი სავარჯიშო – ერთი ყოველდღიურად შესასრულებლად, ხოლო მეორე ყოველკვირეულად. მომდევნო სესიებზე განიხილება, როგორ მიმდინარეობს სავარჯიშოების შესრულება და რა ემოციურ ან სხვა სახის გარდაქმნებს ამჩნევთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაძლოა შეიცვალოს სავარჯიშო – გაიზარდოს ან შემცირდეს იმ ჩახშობილი ემოციებისა და შინაგანი შინაარსის ინტენსივობა, რომლებიც სავარჯიშოების შესრულების დროს გამოვლინდება. ცვლილება უნდა იყოს ხელშესახები, მაგრამ არა ზედმეტად ინტენსიური.


ყოველდღიური სავარჯიშოების შესრულება მოითხოვს დაახლოებით 15-20 წუთს, ხოლო ყოველკვირეულისა – 20-40 წუთს. მნიშვნელოვანია მათი შესრულების ვალდებულება. თუკი ვერ შეძლებთ ამ ვალდებულების აღბას, აუცილებლად უნდა აცნობოთ მიზეზი თერაპევტს. ამიტომ სესიების დაჯავშნამდე გულწრფელად შეაფასეთ საკუთარი თავი, მზად ხართ თუ არა ამ პროცესისთვის.

სავარჯიშოები გარკვეულწილად ჰგავს ტრადიციულ მედიცინას: იწყება კონკრეტული „დოზით“.


მომდევნო სესიებზე დაკვირვებით კი რეგულირდება როგორც „დოზა“, ასევე სავარჯიშოს ტიპი. პროცესი მიმდინარეობს თქვენი თანხმობით. 

რეკომენდებულია გაიაროთ 5 სესია ორკვირიანი ინტერვალით. 10-კვირიანი სამუშაო პერიოდი საკმარისია საკუთარი თავის უფრო ღრმად გასაცნობად და იმის გასააცნობიერლად, როგორ განაგრძოთ წინსვლა სხვა ადამიანების დახმარების გარეშე. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია თერაპევტთან უფრო ხანგრძლივი თანამშრომლობაც.


ასევე შესაძლებელია ერთი სესიის დაჯავშნა საცდელად.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სხეულთან მუშაობა ინტენსიური პროცესია და ეს მიდგომა არ წარმოადგენს „სწრაფ გამოსავალს“. ასეთ დროს ნორმალურია, თუ პროცესი ზოგჯერ ძალიან რთულად მოგეჩვენებათ. დევარაჟი მზადაა, უპასუხოს თქვენს შეკითხვებს სესიებს შორის პერიოდშიც, დროის სარტყლის გათვალისწინებით.


bottom of page