top of page
menu-plant-final-menu.png

იაპონური ჰოლისტიკური თერაპია

თამა

ენები: ქართული/ინგლისური

შიაცუ - იაპონური აღმდგენი თერაპია 


შიაცუ იაპონური აღმდგენი თერაპიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტექნიკაა, რომელიც იაპონური ფიზიოთერაპიის სახელითაცაა ცნობილი. შიაცუს მეთოდი გულისხმობს თითებითა და ხელისგულებით დაწოლას ადამიანის სხეულზე გამავალ ენერგეტიკულ მერიდიანებზე, რაც ხელს უწყობს სტრესისგან გათავისუფლებასა და რელაქსაციას, ეხმარება სხეულს ენერგიის აღდგენასა და სისხლის მიმოქცევის გააქტიურებაში. თერაპიის დროს გამოიყოფა ენდორფინები, რაც შემდგომ სხეულში აღადგენს თვითბალანს. შიაცუს მეთოდი ასევე ითვალისწიებს ვიბრაციას, მობილიზაციას, ფასციების გააქტიურებას, გაწელვასა და იაპონურ ქიროპრაკტიკას, ამ დროს არ გამოიყენება ზეთები და პრაქტიკა სრულდება თავისუფალი სამოსით. 


შიაცუ სოკუ 

შიაცუ სოკუ ტრადიციული იაპონური თერაპიაა, რომლის დროსაც თერაპევტი იყენებს შიშველ ტერფებს, რათა შეძლოს ზუსტი და კონტროლირებული ზეწოლა სხეულის კონკრეტულ წერტილებზე. ეს სტაბილური ტექნიკა უფრო ღრმა და ფართო კონტაქტის დამყარების საშუალებას იძლევა, რაც ხელს უწყობს დაძაბულობის მოხსნას, სისხლის მიმოქცევის სტიმულირებასა და ენერგეტიკული ბალანსის აღდგენას. პროცედურას თან ახლავს ღრმა რელაქსაცია, აუმჯობესებს სხეულის შეგრძნებას და ააქტიურებს ორგანიზმში ბუნებრივი თვითგანკურნების პროცესებს.


ამპუკუ (მუცლის „ჰარა“ თერაპია)

ამპოკუ უძველესი იაპონური ჰოლისტური ტექნიკაა, რომელიც მუშაობს მუცლის ღრმა ზონაზე, ამცირებს ფიზიკურ დაძაბულობას, აუმჯობესებს ორგანოების სიცოცხლისუნარიანობასა და ემოციურ ბალანსს. ნაზი, მიზანმიმართული ზეწოლისა და რიტმული შეხების საშუალებით, ის ასტიმულირებს მონელების პროცესს, ამცირებს ენერგეტიკულ სტაგნაციას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ეს პრაქტიკა ათავისუფლებს მუცელში, „ჰარაში“, დაგროვილ სტრესსა და ემოცებს, რასაც თან ახლავს სიმსუბუქის, დამიწებისა და შინაგანი ჰარმონიის განცდა. 


დრო : 60 წუთი

ფასი: 180  ლარი



ჰოლისტური რეფლექსოთერაპია (ფეხისგულები, სახე, ხელები) 

ჰოლისტური, უძველესი ცივილიზაციების დატოვებული სამკურნალო თერაპია ცნობილია, როგორც სხეულისა და გონების თვითბალანსი. გულისხმობს ფეხის ტერფებზე, ხელისგულებსა ან სახეზე არსებული პერიფერიული ნერვული დაბოლოებების დამუშავებასა და სტიმულირებას. მეთოდი ეფუძნება სხეულისა და გონების თვითბალანსის თეორიას უძველეს რუკებზე დაყრდნობით. რეფლექსოლოგია აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის დაძაბულობას და აღადგენს ორგანიზმის როგორც ენერგეტიკულ, ასევე ენდოკრინოლოგიურ ბალანსს.

რამდენიმე სეანსის შემდგომ, ადამიანი თავს გრძნობს მშვიდად, უკეთ სძინავს, უუმჯობესდება გუნება-განწყობა და ორგანოების ფუნქციონირება. სეანსის ეფექტი გრძელდება 48 საათის განმავლობაში, ამ დროს სხეულში აღდგება თვითბალანსი. 

დრო : 60 წუთი

ფასი:  180ლარი



საკროკრანეალური თერაპია

ფასციების, ანუ სხეულის შემკვრელი ბადის დაძაბულობისგან გათავისუფლება, სახის, თავის ქალის, კისრისა და საკრუმის მულტირეფლექსური წერტილების სტიმულირება. მეთოდი იწვევს ღრმა რელაქსაციას, აძლიერებს იმუნიტეტს, ორგანიზმიდან  გამოდევნის ტოქსინებს, წმენდს ლიმფას სხეულში არსებული ლიმფური კვანძების რეფლექსური დამუშავებით. ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს სტრესს, თერაპიის დროს გამოიყენება ბუნებრივი ეთერზეთები და წმინდა ხის სურნელი.

დრო : 60 წუთი

ფასი: 180ლარი


ნეიროსედატიური (სარელაქსაციო) შიაცუ

სარელაქსაციო, ანუ აღმდგენი შიაცუ, ეფუძნება სახესა და თავის ქალაზე არსებული წერტილების გააქტიურებას, რომლებიც სწრაფად უკავშირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემას და იწვევს ღრმა რელაქსაციას. მოდუნების დროს სხეულში აქტიურდება აღმდგენი პროცესები. მეთოდი ეფუძნება ჩინური ტრადიციული მედიცინის მიხედვით, მერიდიანებზე არსებულ წერტილებს, რომლებზე ზემოქმედებით ნერვული სისტემა მშვიდდება და ადამიანი განიცდის გონებისა და ფიზიკური სხეულის თვითჰარმონიზაციას. 

დრო: 60 წუთი

ფასი: 180ლარი

     

       

bottom of page