top of page
menu-plant-final-menu.png

აღდგენითი იოგა

თამარა გურგენიძე

ლუმოსში უკვე შესაძლებლობა გაქვთ, დაჯავშნოთ აღდგენითი იოგას სესიები თამასთან ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებისთვის.


🌱 რა გელით დილის იოგას სესიაზე თამასთან ერთად?


დილის აღდგენითი იოგას კლასი აერთიანებს აღმოსავლურ ჰოლისტურ პრაქტიკებს, ტიბეტურ 5 რიტუალსა და ვარჯიშებს ენერგიის ჰარმონიზაციისათვის.


🤍 როგორც ერთი ცნობილი ხალხური ანდაზა გვეუბნება: „იზრუნე შენს სხეულზე ისე, რომ სულს მოუნდეს მასში ცხოვრება”.


აღდგენითი იოგა განკუთვნილია ყველასთვის და მისი მთავარი მიზანი სხეულისა და გონების დაბალანსება, ჰარმონიაში მოყვანა და ენერგეტიკული სიხშირის გაზრდაა.


🌀 პრაქტიკა მოიცავს როგორც სუნთქვით, ასევე 12 მერიდიანის გასააქტიურებელ და ცენტრალური ნერვული სისტემის ღრად მოსადუნებელ მოძრაობებს - ასანებს. დილის აღდგენითი იოგა აქტიური და პასიური მედიტაციის სინთეზით საუკეთესო გზაა დღის დაბალანსებულად და ჰარმონიულად დასაწყებად.


პრაქტიკის ღირებულებაა:

1 ადამიანი - 100 ლარი;

2 ადამიანი - 160 ლარი;

3 ადამიანი - 200 ლარი;

4 ადამიანი - 230 ლარი.

bottom of page