

თერაპიული და სარელაქსაციო მასაჟი
გიორგი
🫲 ახალი სეზონიდან ლუმოსში განსაკუთრებული სიახლით გიბრუნდებით - თუ სტრესული სამსახური გაქვთ, რომელიც მოითხოვს მთელი დღის განმავლობაში მჯდომარე პოზიციაში ყოფნას ან, პირიქით, მუდმივად ფეხზე დგომას და სხეულის არასწორ დატვირთვას, ამიერიდან შეგიძლიათ დაჯავშნოთ გამაჯანსაღებელი, მოსადუნებელი და სხეულის ფორმების საკორექციო მასაჟი, რომელიც აღწევს ღრმა ქსოვილებში და ნერვულ ის სისტემის გადატვირთვასაც ემსახურება.
🫶 სეანსებს გაუძღვება გიორგი ნადირაძე, რომლის ოქროს ხელების საქებარმა ხმებმა ჩვენამდეც მოაღწია და დიდხანს არ გვიფიქრია, ლუმოსში მოგვეწვია.
⭐ რა გელით სარელაქსაციო მასაჟის სეანსზე?
✨ სხეულის მოდუნებასთან ერთად დიდი ყურადღება მიექცევა ნერვული სისტემის მოდუნებასაც, რადგან დაძაბულობის უმთავრესი წყარო სტრესი და ნერვუ ლი სისტემის გადატვირთვაა.
✨ სესია დაიწყება გასაუბრებით, რათა სეანსის მიმდინარეობა დაიგეგმოს ინდივიდუალური მიდგომით და მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი.
✨ ეს ასევე საშუალებას მოგვცემს, რომ სწორად განისაზღვროს საჭირო სეანსების რაოდენობა.
✨ მასაჟი დაგეხმარებათ, იგრძნოთ სხეულისა და ფსიქიკის სიმსუბუქე და აიმაღლოთ ცხოვრების ხარისხი.
.png)
