

გულიხვი
''გულიხვი'' ლუმოსის სოციალური პროექტია, რომლის მიზანია ჩვენთან ვარჯიში ხელმისაწვდომი იყოს ვარჯიშის მსურველთათვ ის, რომლებსაც არ აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა.
გულიხვს ორი ფრთა აქვს - ყოჩაღების და გულიხვების.

ყოჩაღები:

ისინი, ვისაც აქვს ვარჯიშის სურვილი, ინტერესი ან საჭიროება, მაგრამ არ აქვს ფინანსურ ი შესაძლებლობა.
დამფინანსებლები, ანუ

გულ იხვები:

ადამიანები, რომლებმაც გამოსცადეს ლუმოსური პრაქტიკების სიკეთე და სარგებლიანობა და მზად არიან, გაიღონ თვეში 20 ლარი ვინმე მონდომებულ ის აბონემენტის დასაფინანსებლად.
რა არის საჭირო, რომ ჩვენი კლასების ერთთვიან აბონემენტზე 100%, 70%, 50%, 30%-იანი დაფინანსება მიიღოთ?
მოტივაცია - გამოგვიგზავნეთ მითითებულ ბმულზე სამოტივაციო წერილი, გულწრფელად მოგვიყევით მცირედი თქვენს შესახებ, რა არის თქვენი მოტივაცია, როგორ გაიგეთ ლუმოსის შესახებ და რატომ გსურთ ჩვენთან შემოერთება.

გულიხვებს გადაეცემათ:

საპატიო ლუმოსელის ორდენი - მათთვის შეიქმნება საგანგებო ჯგუფი, სადაც გაიგებენ ჩვენი აქტივობების შესახებ და ისარგებლებენ განსაკუთრებული ფასდაკლებით.
ჩვენ კი ვიზრუნებთ, რომ დავგეგმოთ მრავალფეროვანი ღონისძიებები გულიხვებისა და ყოჩაღების ერთმანეთთან გასაცნობად, დასაახლოებლად, სალაღობოდ.
ვისაც სურს, გამოიჩინოს გულიხვობა, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
