top of page
menu-plant-final-menu.png

აშთანგა იოგა მიქსი

თემო

ორშ. ოთხშ. პარ.: 20:00 - 21:30

ენები: ქართული/ინგლისური/რუსული

ჩემი პრაქტიკა უმეტესად ეფუძნება კლასიკური აშთანგა იოგას სკოლას, მაგრამ წლების განმავლობაში პირადი გამოცდილებითა და საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ იოგას პრაქტიკა უნდა მოერგოს თანამედროვე ადამიანის წინაშე არსებულ გამოწვევებს და დაეხმაროს მას მათთან გამკლავებაში. იოგას ფიზიკური სარგებელი გადაჯაჭვულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და ერთმანეთზე აისახება.


გაკვეთილები მეტწილად სპონტანურად, სტუდენტების საჭიროებებისა და სურვილების გაზიარების შემდეგ, ინტუიტიურად იგეგმება. პრაქტიკისას ხანდახან ვიყენებ თერაპიულ, ოშოს კათარზისულ, ტანტრულ, ცეკვის, ციგუნისა და სხვადასხვა მედიტაციურ პრაქტიკებსა და სუნთქვით ტექნიკებს, რაც მოსწავლეებს ეხმარება არა მხოლოდ ფიზიკური სხეულის გაჯანსაღებასა და გაძლიერებაში, არამედ მენტალური ბლოკებისაგან გათავისუფლებაში, გონების სიმსუბუქისა და სიმშვიდის მოპოვებაში, არასასურველი ემოციებისაგან დაცლაში, საკუთარი თავის სხვადასხვა მხრიდან დანახვასა და მიმდინარე პროცესების ღრმა ანალიზში.“


თემო 2016 წლიდანაა ლუმოსის იოგას ინსტრუქტორი. მისი გამოცდილება, როგორც იოგას პირადი, ასევე ინსტრუქტორობის, 25 წელს ითვლის. თემოს პრაქტიკის მთავარი მიმართულებებია: ჰათჰა იოგა, აშთანგა იოგა და კუნდალინი იოგა. რეგულარული კლასების გარდა ლუმოსში ხშირად შეხვდებით თემოს კლასგარეშე აქტივოვებს: ოშოს თერაპიულ-კათარზისულ კვირეულებსა და ჰოლოტროპული სუნთქვის რითრითებს ქალაქგარეთ. ​


თემომ იოგას პირადი პრაქტიკა 2001 წლიდან, ჰათჰა იოგათი დაიწყო და 2007 წლიდან სწავლება დაიწყო. ჰათჰა იოგას შემდეგ გაეცნო კუნდალინი იოგას იოგი ბჰაჯანის სკოლის მიხედვით.ქალაქ მოსკოვში გაიარა კუნდალინი და აშთანგა ვინიასა იოგას მასწავლებლის კურსი. ინდოეთში სწავლობდა ჰათჰა იოგას ცნობილ იოგთან, ვიჯეი ომართან. თემო ასევე არის რეიკის (ენერგეტიკული მკურნალობის)მასტერი.

  • ულიმიტო თვიური აბონემენტის არჩევის შემთხვევაში:

    თუ ხართ მოსწავლე, სტუდენტი, ან პენსიონერი: 232 ლარი

    2 თვის შეძენისას: 551 ლარი

    3 თვის შეძენისას: 783 ლარი

    4 თვის შეძენისას: 986 ლარი

    5 თვის შეძენისას: 1232.5 ლარი

    6 თვის შეძენისას: 1392 ლარი

    6 თვეზე მეტის შეძენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

    მიმღები:

    შპს იოჯი

    ანგარიშის ნომერი:

    GE30TB7898736080100015

    ატვირთვა
    რეგისტრაცია

    რეგისტრაცია მიღებულია, მეილზე მიიღებთ დასტურს

bottom of page