
.jpg)
დილის ენერგიული მუხტი
ნიკო ქინქლაძე
სამ. ხუთ. 9:00 - 10:00
სამ. ხუთ. 10:00 - 11:00
ენები: ქართული / ინგლისური / ესპანური
სხეული, გონება და სილაღე - დილის პრაქტიკა მათთვის, ვისაც სურს, დღე დაიწყოს უფრო ცოცხლად, მსუბუქად, მკაფიოდ და საკუთარი სხეულის გაცნობიერებით.
პრაქტიკის დროს გამოვიყენებთ მარტივ მოძრაობებს, იოგას ელემენტებს, სუნთქვას, ხმას, ყურადღებას, წარმოსახვასა და რეფლექსიურ სავარჯიშოებს. კლასები ზოგჯერ მშვიდი და დამამიწებელი იქნება, ზოგჯერ კი აქტიური, მხიარული და ენერგიული. ჩვენი მიზანია, შევამჩნიოთ, რა არის ჩვენში ცოცხალი, მფეთქავი, გავთავლისუფლდეთ ზედმეტი დაძაბულობისგან და დავუბრუნდეთ ბუნებრივ მდგომარეობას - მთლიანობას, სიმყარეს, სიმსუბუქეს, სილაღეს და გავააქტიუროთ შინაგანი მუხტი.
პრაქტიკა განსაკუთრებით დააინტერესებს მათ, ვისაც უკვე აქვს იოგას, მედიტაციის, თერაპიის, ქოუჩინგისა ან სხვა თვითგანვითარების პრაქტიკების გამოცდილება და ეძებს უფრო ადამიანურ, დაბალანსებულ, სხეულებრივ და ნამდვილ გამოცდილებებს.
კლასი გაგრძელდება ერთი საათის განმავლობაში და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. მოსვლა აქ და ახლა - მარტივი შემოწმება: „რა არის ახლა ჩემში?“, „რისი გაცნობიერ ება მინდა?“, „რისი გაშვება მინდა?“, “რა ენერგიის შემოშვება მინდა?“;
2. სხეულის გაღვიძება - 10 წუთი - სახსრების მობილიზაცია, მსუბუქი შეჯანჯღარება, გაწელვა, მარტივი, თამაშის მსგავსი მოძრაობები;
3. იოგათი შთაგონებული მოძრაობების ნაკადი - 20 წუთი - მარტივად შესასრულებელი მოძრაობები, რომლებიც საკმარისია სხეულში ენერგიის გასააქტიურებლად;
4. სუნთქვა, ხმა, მდგომარეობის შეცვლა - 10 წუთი - სუნთქვა, ზუზუნი, ამოოხვრით გათავისუფლება, ხმის გამოყენება და სხეულის დამიწება;
5. სხეულებრივი ექსპერიმენტი - 10 წუთი - პოზა, მეტაფორა, განზრახვა, - „როგორი მიდგომით მინდა ვიცხოვრო დღეს?“;
6. დახურვა - 5 წუთი - ერთი სიტყვა, ერთი წინადადება, ერთი პოზა, ერთი მცირე მოქმედება დღის დასაწყებად.
თუ ხარ ცნობისმოყვარე, გაქვს განსხვავებული მოძრაობის სურვილი და ექსპერიმენტებისთვის გამბედაობა, ეს კლასი შენთვისაა - შესაძლებლობა, დაიწყო დღე გამოფხიზლებულმა, აივსო სიმსუბუქით და ენერგიით.
კლასებს გაუძღვება ნი კო ქინქლაძე, ქოუჩი, მთის ბილიკებზე მორბენალი, ტრენერი, რომელმაც იცხოვრა 18 წელზე მეტხანსსხვადასხვა ქვეყნებში. ნიკო ამჟამად მუშაობს ადამიანებთან, რომლებმაც წაიკითხეს ბევრი წიგნი და გამოსცადეს სხვადასხვა მეთოდები, მაგრამ მაინც ეძებენ რაღაც უფრო მარტივს, რაც შეიძლება იყოს მოძრაობა, ხმის გამოცემა, ადამიანური ურთიერთობა და გამოუსადეგრის გაშვება. ძირითადი საქმიანობის გარდა ნიკოს უყვარს: ბუნებაში ყოფნა, კონტაქტური იმპროვიზაცია, ბუტო და დეცენტრალიზებულ ფინანსურ პროექტებზე მუშაობა.
%20(2).jpg)
ულიმიტო თვიური აბონემენტის არჩევის შემთხვევაში:
თუ ხართ მოსწავლე, სტუდენტი, ან პენსიონერი: 232 ლარი
2 თვის შეძენისას: 551 ლარი
3 თვის შეძენისას: 783 ლარი
4 თვის შეძენისას: 986 ლარი
5 თვის შეძენისას: 1232.5 ლარი
6 თვის შეძენისას: 1392 ლარი
6 თვეზე მეტის შეძენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.
მიმღები:
შპს იოჯი
ანგარიშის ნომერი:
GE30TB7898736080100015
რეგისტრაცია მიღებულია, მეილზე მიიღებთ დასტურს

