

ცეკვითი მედიტაცია
თამარა
ოთხშაბათი 20:00 - 21:30
ენები: ქართული / ინგლისური
გიზიარებთ სიახლეს, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს უფრო გაამხიარულებს და გააგრი ლებს...
ცეკვით მედიტაციას გაუძღვება ლუმოსისთვის უკვე საყვარელი, სერტიფიცირებული ჰოლისტიკური თერაპევტი, იოგასა და ცეკვითი მოძრაობის წამყვანი, თამარა გურგენიძე, რომელიც ბოლო სამი ზაფხულია, გვანებივრებს თავისი ჯადოსნური თერაპიებით, ზრუნვითა და ყურადღებით.
„ვინც ცეკვის ძალა შეიცნო, ის უფალთან დასახლდა“ - რუმი
ეს არ არის გონებაში ჩამახსოვრებული, კლასიკური ცეკვის გაკვეთილი. პრაქტიკა შედგება ნახევრად გიდირებული თერაპიული პროცესისგან, სადაც მოძრაობა ხდება ხიდი შენს შინაგან სამყაროში შესაღწევად. თამარა იყენებს სუფიურ საწყისებსა და თანამედროვე ენერგეტიკულ მიდგომებს, რათა დაუბრუნდეთ აწმყოს და გათავისუფლდეთ ეგოს მიერ შექმნილი ჩარჩოებისგან.
ჩვენი სხეულის 85% წყლისგან შედგება. მუსიკის ვიბრაცია და ინტუიციური მოძრაობა გვეხმარება ძველი ტკივილების, სტრესისა და ემოციური პროგრამების გამოდევნაში.
სიტყვების გარეშე, მოძრაობა თავად პოულობს გზას იმ ბლოკებამდე, სადაც კლასიკური თერაპია ვერ აღწევს. პრაქტიკა გვეხმარება სხეულის ყველა ნაწილის გააქტიურებაში, რაც ყოველდღიურობაში მეტ თავდაჯერებულობას, სიმსუბუქესა და შინაგან თავისუფლებას გვიბრუნებს.
აქ არავინ გაფასებს. დარბაზში იქმნება მაღალი ენერგეტიკული სიხშირე, სადაც შეგიძლია იმოძრაო ისე, თითქოს არავინ გიყურებს. ეს არის უსაფრთხო გარემო, სადაც შენი ნერვული სისტემა ტოვებს თავდაცვის რეჟიმს და გადადის განკურნების ფაზაში.
არ არსებობს „სწორი“ და „არასწორი“ მოძრაობა. საჭიროა მხოლოდ მზაობა, რომ სცადო ახალი შეგრძნებები და მიჰყვე შინაგან ხმას.
გელით ერთობლივ მოგზაურობაში.
ყოველ ოთხშაბათს, 20:00 - 21:30 ზე;
თამარას შესახებ:
თამარა გურგენიძე IG @tama_oriental_therapies აღმოსავლური, მანუალური და ჰოლისტიკური თერაპიების ოსტატი. აღდგენითი იოგა, DMT ( ცეკვითი მოძრაობის თერაპია) ინსტრუქტორი. განათლება: დიენ ჩანის მულტირეფლექსოლოგიის საერთაშორისო სკოლა, ისმედის ქირომასაჟისა და ალტერნატიული თერაპიის უმაღლესი სკოლა, ბარსელონა, ესპანეთი. მოღვაწეობს ესპანეთში, საქართველოსა და ურუგვაიში.

ულიმიტო თვიური აბონემენტის არჩევის შემთხვევაში:
თუ ხართ მოსწავლე, სტუდენტი, ან პენსიონერი: 232 ლარი
2 თვის შეძენისას: 551 ლარი
3 თვის შეძენისას: 783 ლარი
4 თვის შეძენისას: 986 ლარი
5 თვის შეძენისას: 1232.5 ლარი
6 თვის შეძენისას: 1392 ლარი
6 თვეზე მეტის შეძენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.
მიმღები:
შპს იოჯი
ანგარიშის ნომერი:
GE30TB7898736080100015
რეგისტრაცია მიღებულია, მეილზე მიიღებთ დასტურს

