

იოგა ინდივიდუალური მიდგომით
იაკო
ორშ. ოთხშ. პარ.: 8:00 - 10:00 ; 19:00 - 21:00
სამშ. ხუთშ. 10:00 - 12:00
ენები: ქართული/ინგლისური
ჩემს კლასებზე მოსწავლეებს ვეხმარები ასანების უნიკალური კომბინაციის შემუშავებაში, რომელიც მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე და მიმართულია ფიზიკური და სულიერი მხნეობისკენ. გაკვეთილებზე მოსწავლეებს ვთავაზობ როგორც მოქნილობის გასაუმჯობესებელ, ასევე ძალისა და ბალანსის განვითარებაზე ორიენტირებულ ვარჯიშებს. სრული ფოკუსი მიმართულია მოსწავლის უსაფრთხო მოძრაობაზე, სწორ სუნთქვასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. რეგულარული პრაქტიკა საგრძნობლად აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობას და ხსნის სტრესს. აღნიშნულ კლასში შემოთავაზებული იქნება მოქნილობის გაზრდის, ძალასა და ბალანსზე ორიენტირებული ვარჯიშები, სხეულის აღდგენითი პრაქტიკა. ინდივიდუალური მიდგომა საუკეთესო საშუალებაა, გაიცნო შენი თავი სხვადასხვა სხეულებრივ ფორმაში, იყო „აქ და ახლა” და სიღრმისეულად შეიგრძნო ასანების სარგებელი როგორც ფიზიკურ, ასევევ მენტალურ დონეზე.“
მსგავსი მიდგომა საწინდარია იმისა, რომ გარკვეული გამოცდილების შემდგომ მოვარჯიშემ თვითონ დაგეგმოს საკუთარი პრაქტიკა თავისი ნების, განწყობისა და არსებული ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით და სახლის პირობებშიც ივარჯიშოს.
გაკვეთილებზე მოვარჯიშეების სურვილისამებრ იქნება ძალისმიერი ვარჯიშებისა და დინამიური მზის მისალმების ჩანართებიც. მზის მისალმების სერია გვეხმარება სხეულის გამოღვიძებაში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მოქნილობასა და ძალას და გვავსებს ენერგიით.

ულიმიტო თვიური აბონემენტის არჩევის შემთხვევაში:
თუ ხართ მოსწავლე, სტუდენტი, ან პენსიონერი: 232 ლარი
2 თვის შეძენისას: 551 ლარი
3 თვის შეძენისას: 783 ლარი
4 თვის შეძენისას: 986 ლარი
5 თვის შეძენისას: 1232.5 ლარი
6 თვის შეძენისას: 1392 ლარი
6 თვეზე მეტის შეძენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.
მიმღები:
შპს იოჯი
ანგარიშის ნომერი:
GE30TB7898736080100015
რეგისტრაცია მიღებულია, მეილზე მიიღებთ დასტურს

