

იოგა ინდივიდუალური მიდგომით
სალომე
ორშ. ოთხშ. პარ.: 10:00 - 12:30
ენები: ქართული/ინგლისური
„ჩემს კლასში ვარჯიში შეუძლია ყველას, როგორც დამწყებ, ასევე გამ ოცდილ მოვარჯიშეებს. ინსტრუქტორის მეთვალყურეობისა და მზრუნველობის პირობებში თითოეული მოსწავლე ასრულებს მასზე მორგებულ ასანების კომპლექსს, თავისი ჯანმრთელობისა და ფიზიკური მოცემულობის გათვალისწინებით.
ინდივიდუალური მიდგომა მოვარჯიშეს უქმნის მეტ სივრცეს, დააკვირდეს საკუთარ თავს, შეგრძნებებს, სხეულში მიმდინარე ცვლილებებს ასანის შესრულებისას და შემდგომ, რაც გვიქმნის უსაფრთხო გარემოს ტრავმის თავიდან ასარიდებლად, იოგას პრაქტიკა უფრო სასიამოვნო, გამაჯანსაღებელი და შვების მომგვრელი ხდება.
მსგავსი მიდგომა საწინდარია იმისა, რომ გარკვეული გამოცდილების შემდგომ მ ოვარჯიშემ თვითონ დაგეგმოს საკუთარი პრაქტიკა თავისი ნების, განწყობისა და არსებული ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით და სახლის პირობებშიც ივარჯიშოს.
გაკვეთილებზე მოვარჯიშეების სურვილისამებრ იქნება ძალისმიერი ვარჯიშებისა და დინამიური მზის მისალმების ჩანართებიც. მზის მისალმების სერია გვეხმარება სხეულის გამოღვიძებაში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მოქნილობასა და ძალას და გვავსებს ენერგიით.
დილის იოგას პრაქტიკა დღის ენერგიული, მსუბუქი და უფრო ლაღი დასაწყისია.“
