top of page
menu-plant-final-menu.png

საბავშვო იოგა

სალომე

ორშაბათი : 19:00 - 20:00

ახალი სეზონიდან ლუმოსში საბავშვო იოგას კლასი გვიბრუნდება, რომელიც ჩატარდება ყოველ ორშაბათს, 19:00-20:00 საათზე, 7-11 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისათვის.


რატომაა სასარგებლო ბავშვებისთვის იოგას ვარჯიში?


✨ იოგა ბავშვებს ეხმარება საკუთარი სხეულის გაცნობასა და უკეთ ფლობაში;

✨ იოგას პოზები აძლიერებს ბავშვების კუნთოვან სისტემას, ზრდის მოქნილობას, აუმჯობესებს ბალანსსა და კოორდინაციას;

✨ბავშვები სწავლობენ მარტივ სუნთქვის სავარჯიშოებს, რაც მათ ეხმარება გონებისა და სხეულის დამშვიდებაში.


საბავშვო იოგას გაკვეთილები ბავშვებისათვის სახალისოა იმითაც, რომ იოგას კლასიკური ვარჯიშების გარდა მოიცავს უამრავ გონებამახვილურ თამაშს, რომელთა დახმარებითაც


✨ ვარჯიშდება და ძლიერდება კონცენტრაციის უნარი;

✨ უმჯობესდება წვრილი და მსხვილი მოტორიკა;

✨ ვითარდება აღქმის, ყურადღების, მეხსიერებისა და აზროვნების უნარები.




სალომე მოგვიყვება საბავშვო იოგას მასწავლებლობის

გამოცდილებისა და თავისი მიდგომის შესახებ:


„მე ვარ სალომე. სიყვარულის შვილი და თავისუფლებაში მოცეკვავე ადამიანი. მამაჩემმა იოგას ვარჯიში ჯერ კიდევ მუცლად ყოფნინას დამაწყებინა. ცოტა წამოზრდილს, ღმერთის ძიება რომ დავიწყე, დედამ მითხრა, ღმერთი სიყვარულიაო. მოზარდობისას კი გადავწყვიტე, სულის მეცნიერი გამოვსულიყავი… 18 წლის ასაკში დავუბრუნდი იოგას პრაქტიკას და ეზოთერიკით დავინტერესდი. ყოველთვის მიყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა. მათში ვხედავდი უპირობო სიყვარულს, გულწრფელობას, თავისუფლებასა და სიბრძნეს, რომელსაც დიდობაში ვკარგავთ და მერე მთელ ცხოვრებას ვატარებთ მის ძიებაში. ბავშვები კი ყველაზე ბრძენი მასწავლებლები არიან. მეც გადავწყვიტე, მათი მოსწავლე გავმხდარიყავი. შევისწავლე ანთროპოსოფია. გავიარე სოციალური თერაპიისა და პედაგოგიკის კურსი. რამდენიმე წელი ვმეგობრობდი ვალდორფის სკოლასთან და ვმუშაობდი ბავშვებთან, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. ამასობაში აღმოვაჩინე, რომ იოგას ჰქონდა უდიდესი პოტენციალი ბავშვებისთვის, გაენათებინა მათთვის გზა და შეემსუბუქებინა ამ გზის გავლის სირთულეები.


წლების განმავლობაში ვუღრმავდებოდი იოგას ფილოსოფიას, ამ შეუპოვარმა ნებამ ინდოეთში ჩამიყვანა, სადაც იოგას სკოლაში ორი თვის განმავლობაში შევისწავლე და საკუთარ თავზე გამოვცადე ტრადიციული იოგას სწავლებების ჯადოსნურობა, უკან კი და დავბრუნდი აშთანგა ვინიასა ფლოუსა და ჰათჰა იოგას მასაწვლებლის ორი სერტიფიკატით ხელდამშვენებული. ბავშვებისათვის ტრადიციული იოგას სწავლებაშიც დავხელოვნდი, ინდოეთის იოგას ინსტიტუტში გავიარე ონლაინ კურსი, რომელშიც გაერთიანებული იყო ტრადიციული მიდგომები და დასავლური ფსიქოლოგიის ცოდნა.



კურსის დასრულების შემდეგ გადმომცეს მესამე სერთიფიკატი. ამ სიბრძნითა და სიყვარულით სავსეს მიძგერს გული, და მაქვს დიდი სურვილი, გავუზიარო ბავშვებს ჩემი ცოდნა და ვაზიარო იოგას სიკეთეებს, თანაც იმ ენაზე, რომელიც მათ ყველაზე კარგად, თამაშ-თამაშით, ესმით.“


კლასის ღირებულებაა: 🌿

4 ვიზიტი - 160 ლარი

ერთი დასწრება - 50 ლარი

  • ულიმიტო თვიური აბონემენტის არჩევის შემთხვევაში:

    თუ ხართ მოსწავლე, სტუდენტი, ან პენსიონერი: 232 ლარი

    2 თვის შეძენისას: 551 ლარი

    3 თვის შეძენისას: 783 ლარი

    4 თვის შეძენისას: 986 ლარი

    5 თვის შეძენისას: 1232.5 ლარი

    6 თვის შეძენისას: 1392 ლარი

    6 თვეზე მეტის შეძენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

    მიმღები:

    შპს იოჯი

    ანგარიშის ნომერი:

    GE30TB7898736080100015

    ატვირთვა
    რეგისტრაცია

    რეგისტრაცია მიღებულია, მეილზე მიიღებთ დასტურს

bottom of page