top of page
menu-plant-final-menu.png

ციგუნი

მეგი

ჰაეროვანი დინამიური მედიტაცია

სამ. ხუთ. 10:00 - 11:00

ქართული


ახალი სეზონიდან დილის ციგუნის გაკვეთილებს გაუძღვება ჩვენი ახალი ინსტრუქტორი, მეგი - ციგუნის გამოცდილი პრაქტიკოსი, ყურადღებიანი, გულისხმიერი და შრომისმოყვარე მასწავლებელი   რითია განსაკუთრებული ციგუნი და რატომ შეიძლება იყოს სასარგებლო ამ უძველესი გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეგულარული პრაქტიკა თანამედროვე ადამიანისათვის?


 ციგუნი სხეულსა და ფსიქიკას ეხმარება სტრესისა და გადაღლილობის მოხსნაში;  ამცირებს შფოთვასა და ემოციურ დაღლილობას;  ზრდის სტრესის მიმართ მდგრადობას;  გვმატებს გამძლეობას, მხნეობასა და ყურადღების კონცენტრაციას;  აძლიერებს ზურგის კუნთებს და ხსნის დაძაბულობას ამ არეში, რასაც განაპირობებს ცხოვრების თანამედროვე, უმეტესად, მჯდომიარე წესი;  აბალანსებს ნერვულ და ჰორმონალურ სისტემას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოვრების არარეგულარული რიტმის დროს;  გვეხმარება ემოციებისა და შინაგანი მდგომარეობის მართვაში;  სტრესისა და უმოძრაო ცხოვრების წესის პირობებში, ახალგაზრდებისთვის ციგუნი ჯანმრთელობის შენარჩუნების, კონცენტრაციისა და ფსიქო-ემოციური სტაბილურობის გაუმჯობესებისა და სხეულის ბალანსის შენარჩუნების საშუალებაა.


კლასებზე შევისწავლით ციგუნის ყველა გავრცელებულ კომპლექსს, რომლებიც განსაკუთრებით სასიკეთოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. მათ შორისაა, ბადუანძინი - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ციგუნის კომპლექსი, რომელსაც 800 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ის ასევე ცნობილია სახელით, "8 ძვირფასი მოძრაობა". კომპლექსი მოიცავს რვა ინდივიდუალურ ვარჯიშს, რომელთაგან თითოეული დაკავშირებულია გარკვეულ ორგანოსთან, კუნთების ჯგუფთან და ენერგეტიკულ არხებთან.


 ციგუნის საფუძველი სუნთქვის პრაქტიკაა, რადგან სწორედ სუნთქვა აკავშირებს სხეულს, გონებასა და „ცი“-ს ენერგიას. ითვლება, რომ სწორი სუნთქვა კვებავს ორგანოებს, აძლიერებს ნერვებს და ამშვიდებს გონებას.

  • ულიმიტო თვიური აბონემენტის არჩევის შემთხვევაში:

    თუ ხართ მოსწავლე, სტუდენტი, ან პენსიონერი: 232 ლარი

    2 თვის შეძენისას: 551 ლარი

    3 თვის შეძენისას: 783 ლარი

    4 თვის შეძენისას: 986 ლარი

    5 თვის შეძენისას: 1232.5 ლარი

    6 თვის შეძენისას: 1392 ლარი

    6 თვეზე მეტის შეძენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

    მიმღები:

    შპს იოჯი

    ანგარიშის ნომერი:

    GE30TB7898736080100015

    ატვირთვა
    რეგისტრაცია

    რეგისტრაცია მიღებულია, მეილზე მიიღებთ დასტურს

bottom of page