top of page
menu-plant-final-menu.png

ნეიროიოგა

სოფო ბუაძე

სამ. ხუთ. 12:00 - 13:00

სამ. ხუთ. 16:00 - 17:00.

ენები: ქართული/ ინგლისური

ნეიროიოგა აერთიანებს ტრადიციული იოგას ასანებსა და ნეირომეცნიერებაზე დაფუძნებულ სავარჯიშოებს. კლასის განმავლობაში იოგას პოზებსა და მოძრაობებს დაემატება სხვადასხვა ტიპის ნეიროსავარჯიშოები, რომლებიც ემსახურება ტვინისა და ნერვული სისტემის სხვადასხვა ფუნქციის გააქტიურებას. გაკვეთილებზე ვიმუშავებთ ვიზუალურ და ვესტიბულურ სისტემებზე, ნათხემზე, ბალანსზე, კოორდინაციაზე, მოძრაობის სიზუსტეზე, სივრცით აღქმასა და რეაქციის სისწრაფეზე. თვალის სავარჯიშოების, ბალანსის, კოორდინაციისა და სხვადასხვა მოძრაობის საშუალებით, ვეცდებით გავაძლიეროთ კავშირი ტვინსა და სხეულს შორის და გავაუმჯობესოთ მოძრაობის ხარისხი.

 

კლასს გაუძღვება სოფო ბუაძე - RYT500 სერტიფიცირებული იოგას მასწავლებელი, რომელსაც გავლილი აქვს Advanced Yoga Teacher Training, ასევე სპეციალიზებული ტრენინგები ნეიროიოგას, იოგას ანატომიის, პრანაიამასა და მედიტაციის მიმართულებით. მისი სწავლებისა და პრაქტიკის მთავარი ფოკუსი სხეულისა და ნერვული სისტემის ურთიერთკავშირი, გაცნობიერებული მოძრაობა, სუნთქვა და მედიტაციაა. თავის კლასებში სოფო აერთიანებს ტრადიციულ იოგას, თანამედროვე ნეირომეცნიერებაზე დაფუძნებულ მიდგომებსა და სხეულის ანატომიის ცოდნას, რათა პრაქტიკა იყოს გაცნობიერებული, ფუნქციური, მრავალფეროვანი და დაბალანსებული.

  • ულიმიტო თვიური აბონემენტის არჩევის შემთხვევაში:

    თუ ხართ მოსწავლე, სტუდენტი, ან პენსიონერი: 232 ლარი

    2 თვის შეძენისას: 551 ლარი

    3 თვის შეძენისას: 783 ლარი

    4 თვის შეძენისას: 986 ლარი

    5 თვის შეძენისას: 1232.5 ლარი

    6 თვის შეძენისას: 1392 ლარი

    6 თვეზე მეტის შეძენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

    მიმღები:

    შპს იოჯი

    ანგარიშის ნომერი:

    GE30TB7898736080100015

    ატვირთვა
    რეგისტრაცია

    რეგისტრაცია მიღებულია, მეილზე მიიღებთ დასტურს

bottom of page