top of page
menu-plant-final-menu.png

ბგერითი თერაპია

ნელი

ყოველი მეორე შაბათი : 17:00- 20:00

ენები: ქართული

ბგერითი თერაპია, რომელსაც გაუძღვება მედიტაციისა და პიროვნული განვითარების მასწავლებელი, მუსიკოსი და ბგერით-ვიბრაციული თერაპიის ფასილიტატორი, ნელი აგირბა.

დაუთმეთ დრო საკუთარ თავს დასვენებისთვის, ნერვული სისტემის გადატვირთვისთვის, სიმშვიდისა და გახსენებისთვის.


🫖 სესია დაიწყება სამხრეთამერიკული და შორეული აღმოსავლეთის მცენარეების სამედიტაციო ჩაის ცერემონიით ფიზიოლოგიური მომზადებისა და ყურადღების ცენტრირებისათვის.

რატომაა სასარგებლო ბგერით-ვიბრაციული თერაპია?

ბგერითი თერაპია მუშაობს ვიბრაციის, სიხშირეების და რეზონანსის საშუალებით.


კვლევები აჩვენებს, რომ ღრმა რეზონანსული გამოცდილება ხელს უწყობს ტვინის ტალღების აქტიური ბეტა მდგომარეობიდან უფრო მშვიდ ალფა, თეტა ან დელტა მდგომარეობებშიც გადართვას, რაც დაკავშირებულია მედიტაციასთან, ღრმა დასვენებასთან, წვდომასთან და აღდგენასთან.


ხმა ასევე ეხმარება ავტონომიური ნერვული სისტემის დაბალანსებას და ააქტიურებს პარასიმპათიკურ - დასვენება-აღდგენის მდგომარეობას. ხმოვანი ვიბრაციები ფიზიკურად აღწევს ქსოვილებში, კუნთებსა და ძვლებში, რაც ხელს უწყობს მოდუნებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და დაგროვილი დაძაბულობის გამოთავისუფლებას.


კვლევებით დასტურდება, რომ მსგავსი პრაქტიკები ამცირებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს, ააქტიურებს აზოტმჟავის გამომუშავებას, რაც სისხლძარღვების გაფართოებასა და ორგანიზმის მოდუნებას უწყობს ხელს.


რა ეფექტს ვიგრძნობთ ბგერითი თერაპიის შემდეგ?

სტრესისა და შფოთვის შემცირებას;


ძილის ხარისხის გაუმჯობესებას;


ემოციური გათავისუფლებისა და დამიწების შეგრძნებას;


მენტალურ სიცხადესა და ფოკუსს;


ღრმა ფიზიკურ მოდუნებას;


ნერვული სისტემის რეგულაციის მხარდაჭერას;

ეს მოგზაურობა შეიძლება მოიცავდეს როგორც მსუბუქ, ასევე ინტენსიურ მომენტებს.

გონგს, მსუბუქად დაკრულსაც კი, შეუძლია ფსიქიკის ღრმა შრეებში გადაყვანა. ყველაფერი იმისთვის, რომ მოვდუნდეთ, ღრმად დავისვენოთ და საკუთარი არსი მეტად დავაინტეგრიროთ.

სესიის დროს ნელი გამოიყენებს:

გონგს, მეტალისა და კრისტალურ თასებს, არფას, შამანურ და სხვა ეთნიკურ ინსტრუმენტებს.


ხანგრძლივობა: 90 წუთი.

ღირებულება: 80 ლარი.

  • ულიმიტო თვიური აბონემენტის არჩევის შემთხვევაში:

    თუ ხართ მოსწავლე, სტუდენტი, ან პენსიონერი: 232 ლარი

    2 თვის შეძენისას: 551 ლარი

    3 თვის შეძენისას: 783 ლარი

    4 თვის შეძენისას: 986 ლარი

    5 თვის შეძენისას: 1232.5 ლარი

    6 თვის შეძენისას: 1392 ლარი

    6 თვეზე მეტის შეძენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

    მიმღები:

    შპს იოჯი

    ანგარიშის ნომერი:

    GE30TB7898736080100015

    ატვირთვა
    რეგისტრაცია

    რეგისტრაცია მიღებულია, მეილზე მიიღებთ დასტურს

bottom of page