

ტაი ჩი - ციგუნი
იური და თეო
სამშ. ხუთშ : 18:30 - 20:00
ენები: ქართული/ინგლისური
💚 22 სექტემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით,
ლუმოსში გეპატიჟებით ტაი ჩი & ციგუნის 18 ფორმის პირველი საფეხურის შემსწავლელ 8 -კვირიან სასწავლო კურსზე, რომელსაც გაუძღვებიან იური ლომიძე, ლუმოსის დაოისტური პრაქტიკების უხუცესი მასტერი და თ ონა შალამბერიძე, ციგუნისა და ტაი ჩის პრაქტიკოსი.
🌱 ღია გაკვეთილი ჩატარდება: 17 სექტემბერს, სამშაბათს, 20:30 - 21:45 საათზე.
გაკვეთილები ჩატარდება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს - 20:30 - 21:45 საათზე.
კურსის ღირებულებაა: 450 ლარი.
ღია გაკვეთილზე დასწრების ღირებულებაა: 30 ლარი
🌀 კურსის განმავლობაში სრულად შეისწავლით ტაი ჩი & ციგუნის 18 ფორმის კომპლექსს და შეძლებთ, რომ დამოუკიდებლადაც გააგრძელოთ ვარჯიში.
🩵 პირველი საფეხურის დასრულების შემდეგ კი შეგიძლიათ გაიაროთ ტაი ჩი & ციგუნის 18 ფორმის შემდეგი, მე-2 და მე-3 საფეხურების, შემსწავლელი კურსი, სადაც კიდევ უფრო სიღრმისეულად გაეცნობით პ რაქტიკას, ყურადღება დაეთმობა ნატიფ სხეულებზე მუშაობას, მედიტაციასა და ტაი ჩის ფორმის დეტალურ დამუშავებას.
🌟 რას ისახავს მიზნად ტაი ჩი & ციგუნის 18 ფორმის კომპლექსი?
ფიზიკურ სტრუქტურასთან მუშაობის ეს სიღრმისეული მიდგომა მიზნად ისახავს გამთლიანებასა და სიცხადის შემოტანას ცხოვრებაში.
ტაი ჩი & ციგუნის პრაქტიკა აერთიანებს ტაი ჩის გარეგან, პრაქტიკულ მხარეს ციგუნის ღრმა შინაგან მუშაობასთან, რაც ქმნის მძლავრ და ეფექტურ ინსტრუმენტს გარდაქმნისთვის.
🌟 ტაი ჩი & ციგუნის გაერთიანებული პრაქტიკის ოთხი ძირითადი საყრდენია:
ციგუნის დაკვირვება, ანუ გაცნობიერებული მუშაობა: დაკვირვება მოძრაობაზე, ცის ნაკადსა და შეგრძნებებზე შინაგანი მგრძნობელობის გასააქტიურებლად.
ციგუნ ის ფიზიკური მხარე: ფიზიკური სავარჯიშოები, რომლებიც სრულდება მაქსიმალური მოდუნებისა და გაწელვის მდგომარეობაში სხეულში არსებული ბლოკებისგან გასათავისუფლებლად.
ტაი ჩი (მოქმედების პრინციპი): საკუთარი ნების განხორციელების ხელოვნება ცნობიერი მოქმედებით ან უმოქმედობით გარემო პირობებთან შესაბამისად.
ტაი ჩის დინამიური საბრძოლო ფორმები: სტაბილურობისა და ურთიერთქმედების სტრუქტურის განვითარება მაშინ, როცა გარემო პირობები მოითხოვს მყისიერ რეაქციას ან ადაპტ აციას.
განვითარების ვერტიკალი: სხეულისა და ცნობიერების ურთიერთქმედება.
💕 რა სარგებელი აქვს ტაი ჩი & ციგუნის პრაქტიკას?
სიღრმისეული განკურნება, რომელიც ეფუძნება ფიზიოლოგიისა და ბიოენერგეტიკის ღრმა გააზრებას. ნაბიჯ-ნაბიჯ სხეულის რეგულაციასთან ერთად მიიღწევა მთლიანობა, რაც ადამიანს საშუალება ს აძლევს, ცხოვრების ყოველ ეტაპზე მაქსიმალურად ეფექტური და ჰარმონიული იყოს.
ტაი ჩი & ციგუნის დევიზია: იპოვე საყრდენი საკუთარ თავში, რათა იმოქმედო სამყაროში სრული სიცხადითა და ძალით.
👉 აუცილებელია კურსზე წინასწარი რეგისტრაცია ქვემოთ მითითებული სარეგისტრაციო ბმულის მეშვეობით.
🅿️ უახლოესი ფასიანი პარკინგი ლუმოსთან: https://maps.app.goo.gl/yjZy6gKt3g5Ux8qx6
🅿️ უახლოესი ქალაქის პარკინგი ყაზბეგის ქუჩაზე: https://maps.app.goo.gl/GDMXkkZJorQb78RJ6l1nk.dev
.jpeg)
ულიმიტო თვიური აბონემენტის არჩევის შემთხვევაში:
თუ ხართ მოსწავლე, სტუდენტი, ან პენსიონერი: 232 ლარი
2 თვის შეძენისას: 551 ლარი
3 თვის შეძენისას: 783 ლარი
4 თვის შეძენისას: 986 ლარი
5 თვის შეძენისას: 1232.5 ლარი
6 თვის შეძენისას: 1392 ლარი
6 თვეზე მეტის შეძენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.
მიმღები:
შპს იოჯი
ანგარიშის ნომერი:
GE30TB7898736080100015
რეგისტრაცია მიღებულია, მეილზე მიიღებთ დასტურს

