top of page
menu-plant-final-menu.png

ტაი ჩი - ციგუნი

იური და თეო

სამშ. ხუთშ : 18:30 - 20:00

ენები: ქართული/ინგლისური

💚 22 სექტემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით,

 ლუმოსში გეპატიჟებით ტაი ჩი & ციგუნის 18 ფორმის პირველი საფეხურის შემსწავლელ 8 -კვირიან სასწავლო კურსზე, რომელსაც გაუძღვებიან იური ლომიძე, ლუმოსის დაოისტური პრაქტიკების უხუცესი მასტერი და თ ონა შალამბერიძე, ციგუნისა და ტაი ჩის პრაქტიკოსი.


🌱 ღია გაკვეთილი ჩატარდება: 17 სექტემბერს, სამშაბათს, 20:30 - 21:45 საათზე.

გაკვეთილები ჩატარდება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს - 20:30 - 21:45 საათზე.


კურსის ღირებულებაა: 450 ლარი.

ღია გაკვეთილზე დასწრების ღირებულებაა: 30 ლარი 


🌀 კურსის განმავლობაში სრულად შეისწავლით ტაი ჩი & ციგუნის 18 ფორმის კომპლექსს და შეძლებთ, რომ დამოუკიდებლადაც გააგრძელოთ ვარჯიში.


🩵 პირველი საფეხურის დასრულების შემდეგ კი შეგიძლიათ გაიაროთ ტაი ჩი & ციგუნის 18 ფორმის შემდეგი, მე-2 და მე-3 საფეხურების, შემსწავლელი კურსი, სადაც კიდევ უფრო სიღრმისეულად გაეცნობით პრაქტიკას, ყურადღება დაეთმობა ნატიფ სხეულებზე მუშაობას, მედიტაციასა და ტაი ჩის ფორმის დეტალურ დამუშავებას.

 

🌟 რას ისახავს მიზნად ტაი ჩი & ციგუნის 18 ფორმის კომპლექსი?

 

ფიზიკურ სტრუქტურასთან მუშაობის ეს სიღრმისეული მიდგომა მიზნად ისახავს გამთლიანებასა და სიცხადის შემოტანას ცხოვრებაში.


ტაი ჩი & ციგუნის პრაქტიკა აერთიანებს ტაი ჩის გარეგან, პრაქტიკულ მხარეს ციგუნის ღრმა შინაგან მუშაობასთან, რაც ქმნის მძლავრ და ეფექტურ ინსტრუმენტს გარდაქმნისთვის.


🌟 ტაი ჩი & ციგუნის გაერთიანებული პრაქტიკის ოთხი ძირითადი საყრდენია:

 

ციგუნის დაკვირვება, ანუ გაცნობიერებული მუშაობა: დაკვირვება მოძრაობაზე, ცის ნაკადსა და შეგრძნებებზე შინაგანი მგრძნობელობის გასააქტიურებლად.

ციგუნის ფიზიკური მხარე: ფიზიკური სავარჯიშოები, რომლებიც სრულდება მაქსიმალური მოდუნებისა და გაწელვის მდგომარეობაში სხეულში არსებული ბლოკებისგან გასათავისუფლებლად.

 

ტაი ჩი (მოქმედების პრინციპი): საკუთარი ნების განხორციელების ხელოვნება ცნობიერი მოქმედებით ან უმოქმედობით გარემო პირობებთან შესაბამისად.


ტაი ჩის დინამიური საბრძოლო ფორმები: სტაბილურობისა და ურთიერთქმედების სტრუქტურის განვითარება მაშინ, როცა გარემო პირობები მოითხოვს მყისიერ რეაქციას ან ადაპტაციას.


განვითარების ვერტიკალი: სხეულისა და ცნობიერების ურთიერთქმედება.

 

💕 რა სარგებელი აქვს ტაი ჩი & ციგუნის პრაქტიკას?

 

სიღრმისეული განკურნება, რომელიც ეფუძნება ფიზიოლოგიისა და ბიოენერგეტიკის ღრმა გააზრებას. ნაბიჯ-ნაბიჯ სხეულის რეგულაციასთან ერთად მიიღწევა მთლიანობა, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს, ცხოვრების ყოველ ეტაპზე მაქსიმალურად ეფექტური და ჰარმონიული იყოს.


ტაი ჩი & ციგუნის დევიზია: იპოვე საყრდენი საკუთარ თავში, რათა იმოქმედო სამყაროში სრული სიცხადითა და ძალით.



👉 აუცილებელია კურსზე წინასწარი რეგისტრაცია ქვემოთ მითითებული სარეგისტრაციო ბმულის მეშვეობით.

🅿️ უახლოესი ფასიანი პარკინგი ლუმოსთან: https://maps.app.goo.gl/yjZy6gKt3g5Ux8qx6 

🅿️ უახლოესი ქალაქის პარკინგი ყაზბეგის ქუჩაზე: https://maps.app.goo.gl/GDMXkkZJorQb78RJ6l1nk.dev

  • ულიმიტო თვიური აბონემენტის არჩევის შემთხვევაში:

    თუ ხართ მოსწავლე, სტუდენტი, ან პენსიონერი: 232 ლარი

    2 თვის შეძენისას: 551 ლარი

    3 თვის შეძენისას: 783 ლარი

    4 თვის შეძენისას: 986 ლარი

    5 თვის შეძენისას: 1232.5 ლარი

    6 თვის შეძენისას: 1392 ლარი

    6 თვეზე მეტის შეძენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

    მიმღები:

    შპს იოჯი

    ანგარიშის ნომერი:

    GE30TB7898736080100015

    ატვირთვა
    რეგისტრაცია

    რეგისტრაცია მიღებულია, მეილზე მიიღებთ დასტურს

bottom of page