

ტაი ჩი
იური
საბრძოლო ხელოვნება და სიცოცხლის ენერგიის მართვა.
სამშ. / შაბ.
20:00 - 21:30 / 19:00 - 20:30
ენები: ქართული/ინგლისური/რუსული
ციგუნი წარმოადგენს ორგანიზმის ფსიქოფიზიოლოგიურ გამოწვრთნის მეთოდს. ხოლო ტაი ჩი ეფუძნება ციგუნის თეორიას და პრაქტიკას. მისი პრაქტიკა აერთიანებს უამრავ ვარჯიშს, რომელიც ცნობილია, როგორც ციგუნში, ასევე უშუს საბრძოლო ხელოვნების მიმდინარეობებში. ეს არის მოძრაობის და ფორმის განსაკუთრებული კომპლექსი,რომელიც ვიზუალურად გავს ლამაზ, გრაციოზულ და ჰარმონიულ ცეკვას.
დღესდღეობით, ტაი ჩი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩინური საბრძოლო ხელოვნების, ე.წ. „შიდა“ სტილია. განსხვავება „შიდა“ და „გარე“ მიმდინარეობებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ თუ კი „გარე“ მიმდინარეობა არის ოსტატურად ბრძოლის ხელოვნება, „შიდა“ ადამიანს სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნას ასწავლის.
ტერმინი ტაი ჩი - დიადი საზღვარი- ნიშნავს ცნობიერების მდგომარეობას, რომელშიც იშლება აღქმა სულიერსა და მატერიალურს შორის. ტაი ჩის პრაქტიკული მეთოდით დაკავება ადამიანს საშუალებას აძლევს მიაღწიოს გონების და სხეულის ერთიანობის უმაღლეს წერტილს. ტაი ჩის პრაქტიკის ძირითადი მეთოდებია :
• სხეულის და გონების მოდუნება;
• გაცნობიერებული მოძრაობა;
• ნების და ქმედების რეალიზიცია;
• დინამიური და სტატიკური ტიპის მედიტაცია;
• დაწყვილებული ვარჯიშები, ცნობიერების უფრო მაღალი საფეხურის მისაღწევად;
ტაი ჩის პრაქტიკის დროს საჭიროა მშვიდი და ნაზი მოძრაობები, ხშირი მედიტაციები, გონებრივი კონცენტრაცია და შეგრძნებებზე დაკვირვება. ეს მეთოდი უფრო ხშირად საინტერესოა ადამიანებისათვის, ვისაც აქვს საკუთარი სხეულის და გონების მართვის სურვილი.
ტაი ჩი, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო ხელოვნების უმაღლეს დონეს და ასწავლის პრაქტიკოსს სხეულის ფიზიკური შესაძლებლობების გამოყენებით თავისი „შიდა ენერგიისა” და „შიდა ძალების” გარემოსთან ურთიერთობას. ტაი ჩი შეიძლება ჩაითვალოს ციგუნის მეთოდების გაგრძელებად გარეგან ურთიერთობაში, მათ შორის კონფლიქტურ სიტუაციებში.
პრაქტიკა აუმჯობესებს ორგანიზმის სამ მნიშვნელოვან ფუნქციას: მოძრაობას, სუნთქვასა და აზროვნებას.
რა გელით გაკვეთილებზე:
ჯანმრთელობის გაუმჯობესება: გულისა და სისხლძარღვთა, იმუნური სისტემი ს გაძლიერება და ძილის რეგულირება.
სტრესისა და შინაგანი დაძაბულობის შემცირება: შინაგანი ჰარმონია და სიმშვიდე.
მოქნილობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება: სხეულის გაჯანსაღება და ენერგიის მომატება.
კონცენტრაციისა და ყურადღების გაუმჯობესება: მენტალური და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
