
.jpeg)
სენიორ ციგუნი 60+
მეგი
ნაზი მოძრაობები, სუნთქვის კონტროლი და მედიტაცია
სამშ. ხუთშ.: 10:30 - 12:00
ენები: ქართული/ინგლისური/რუსული
ახალი სეზონიდან ლუმოსში სიახლით გიბრუნდებით - უძველესი გამაჯანსაღებელი კომპლექსის, ციგუნის, კლასი 60+ ასაკის ადამიანები სათვის, რომლებსაც სურთ, დაიბრუნონ, გაიუმჯობესონ და შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე. გაკვეთილებს გაუძღვება ჩვენი ახალი მასწავლებელი მეგი - ციგუნის გამოცდილი პრაქტიკოსი, ყურადღებიანი, გულისხმიერი და შრომისმოყვარე ინსტრუქტორი
რატომაა განსაკუთრებით სასარგებლო ციგუნის პრაქტიკა 60+ ასაკის ადამიანებისათვის?
ციგუნი ხასიათდება რბილი და ნელი მოძრაობებით; ვარჯიშები მარტივია იმდენად, რომ მათი შესწავლა და შესრულება არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას ან განსაკუთრებულ ფიზიკურ შესაძლებლობებს; უსაფრთხოდ აღადგენს სახსრებისა და კუნთების მობილობას; აუმჯობესებს კოორდინაციას; ამაღლებს ტონუსსა და სასიცოცხლო ენერგიას; აუმჯობესებს სუნთქვასა და მომნელებელი სისტემის მუშაობას. მარტივად ერგება ნებისმიერი ფიზიკური შესაძლებლობის ადამიანს. 60+ ასაკის ადამიანებისათვის კლასის გახსნა ჩვენი მცდელობაა, გავამხნევოთ ეს ასაკობრივი ჯგუფი და შევქმნათ მათთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო ყოველდღიური ცხოვრების ხალისითა და ენერგიულად გასატარებლად, რაშიც თქვენი ჩართულობის იმედი გვაქვს: მიაწვდინეთ ხმა თქვენს ბებია-ბაბუებს, მშობლებს ან ამ ასაკის ნაცნობებს.
60+ ასაკის ადამიანებს ლუმოსის რეგულარული კლასების აბონემენტების შეძენა განსაკუთრებული, 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ.

ულიმიტო თვიური აბონემენტის არჩევის შემთხვევაში:
თუ ხართ მოსწავლე, სტუდენტი, ან პენსიონერი: 232 ლარი
2 თვის შეძენისას: 551 ლარი
3 თვის შეძენისას: 783 ლარი
4 თვის შეძენისას: 986 ლარი
5 თვის შეძენისას: 1232.5 ლარი
6 თვის შეძენისას: 1392 ლარი
6 თვეზე მეტის შეძენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.
მიმღები:
შპს იოჯი
ანგარიშის ნომერი:
GE30TB7898736080100015
რეგისტრაცია მიღებულია, მეილზე მიიღებთ დასტურს

