

სიცოცხლის მარცვალი - თემო ბესელიას საავტორო პროგრამა
თემო ბესელია
23-26 მაისი
გეპატიჟებით ცემში 4-დღიან რითრითზე - „სიცოცხლის მარცვალი”, რომლის მეგზურიც იქნება თემო, ინსტრუქტორი ენერგეტიკული პრაქტიკებისა და ტრანსფორმაციული რითრითების მრავალწლიანი გამოცდილებით.
ეს აქტივობა ჩვენთვისაც და თემოსთვისაც ძალიან უნიკალურია, რადგან პირველად ტარდება და საავტორო პროგრამა თემოს მიერ სწორედ ამ რითრითისთვის შეიქმნა:
20 წლიანი პრაქტიკა, რომელსაც ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა კულტურასა და პრაქტიკაში აგროვებდა, ახლა ერთ კურსში იქნება კონცენტრირებული.
აი, როგორ აღწერს პროგრამას „სიცოცხლის მარცვალი” თავად თემო:
„ყველა ვხედავთ ლოტუსის სილამაზეს - თეთრ ყვავილს, რომელზეც წყლის წვეთებიც კი არ ჩერდება, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მისი ფესვები ტალახსა და მიწაშია. ადამიანიც ასეა. ის, რასაც ზედაპირზე ვაჩვენებთ, მხოლოდ ყვავილია. ჩვენი ნამდვილი სიღრმე კი იქაა, სადაც ხშირად ჩახედვაც არ გვინდა. როცა ამ სიღრმეს ვშორდებით, ვემსგავსებით მოწყვეტილ ყვავილს - ვიფიტებით და მსუბუქი ნიავიც კი გვარყევს. ამიტომ, გადავწყვიტე, შემექმნა ეს პროგრამა. 20 წელია, ვაგროვებ ამ ტექნიკებს - ოშოს მედიტაციები, ტანტრა, იაპონური მეთოდები... ყველაფერი, რაც გამოვცადე საკუთარ თავზე და დანამდვილებით ვიცი, რომ ეფექტურია. ამ კურსის მიზანია, „ჩავყვინთოთ“ ამ მღვრიე წყალში, დავუბრუნდეთ ფესვებს და აღვადგინოთ მთლიანობა.
ჩვენ გავივლით გზას დაბადებიდან დღემდე - მათ შორის, მუცლადყოფნის პერიოდს, ბავშვობას და ყველა იმ ადგილს, სადაც ეს კავშირი დაირღვა. ჩემთვის ეს უბრალოდ კურსი არაა - ალქიმიური პროცესია, სადაც ტალახიდან ხელახლა ვიბადებით, რომ ბოლომდე გავიფურჩქნოთ. მოდი, ერთად ვიპოვოთ შენი შინაგანი რესურსი.“
ვისთვისაა ეს რითრითი?
თუ გრძნობ, რომ ყოველდღიური სტრესი, დაუსრულებელი ფიქრები და ციფრული ხმაური შენს ყურადღებას ავტოპილოტში აგდებს და ემოციურად გფიტავს;
თუ გჭირდება შენელება, რათა დაიბრუნო სიმშვიდე და კავშირი საკუთარ თავთან;
თუ გაინტერესებს შინაგან სიღრმეებში ჩასვლა და მთელი სიცოცხლის ციკლზე დაკვირვებითა და გადააზრებით გამთელება, “სიცოცხლის მარცვალი” საშენო პროგრამაა.
რას მიიღებთ 4 დღის განმავლობაში?
სრულ გადატვირთვას - ცხოვრების ფაზების გავლით გავთავისუფლდებით დაგროვილი დაძაბულობისა და ემოციური ბლოკებისგან.
შეისწავლით ტექნიკებს, რომლებსაც რითრითის შემდეგ, სტრესის სამართავად, დამოუკიდებლადაც გამოიყენებთ.
შესაძლებლობას, დაასვენოთ საკუთარი თავი ტექნოლოგიებისგან, დროებით გვერდზე გადადოთ ტელეფონები და მოუსმინოთ საკუთარ შინაგან ხმას.
გაეცნობით თემოს საავტორო მეთოდებს, რომლებიც მიმართულია შინაგანი ძალის გააქტიურებისკენ.
უსაფრთხო გარემოს გამოცდილების გასაზიარებლად და მხარდაჭერისთვის.
ცემი გარესამყაროს ხმაურისგან მოშორებით, თბილისიდან 2-3 საათის სავალზე მდებარეობს;ირგვლივ ტყე ამშვენებს, ეს კი პროცესს თავისებურ ხიბლს სძენს.
ოთხივე დღის განმავლობაში დაგხვდებათ ჯანსაღი, ვეგეტარიანული მენიუ, რომელიც დაგეხმარებათ ორგანიზმის გაწმენდასა და ენერგიით ავსებაში.
რითრითის შემდეგ სახლში დაბრუნდებით არა მხოლოდ დასვენებული, არამედ განახლებული რესურსით, გაუმჯობესებული ძილითა და მკაფიო ხედვით, თუ როგორ მართოთ თქვენი ცხოვრება უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად.
ღირებულება მოიცავს სასტუმროში განთავსებისა და კვების ფასსაც. თუმცა, არ მოიაზრებს ტრანსპორტირებას: მონაწილეები გადანაწილდებიან პირად ავტომობილებში.
განთავსება ხდება ორადგილიან ნომრებში,(სურვილისამებრს, ერთადგილიან ოთახში განთავსების შემთხვევაში ღირებულებას ემატება 80 ლარი);
რითრითზე რეგისტრაცია გულისხმობს თანხის ნაწილის ჩარიცხვას;
რითრითამდე სამი დღით ადრე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, თანხა უკან ვერ დაბრუნდება;
I კალათა: 590 ლარი (15.05-მდე)
II კალათა: 690 ლარი;
GE63BG0000000101378838
GE85TB7033145064300056
