top of page
menu-plant-final-menu.png

დაოსური პრაქტიკების რითრითი ცემში

მეგი და იური

27;28;29

27, 28, და 29 მარტს ლუმოსი გეპატიჟებათ სამდღიან დაოსურ რითრითზე ცემში, რომელსაც გაუძღვებიან ჩვენი ციგუნის მასწავლებელი, მეგი და ტაი ჩის უხუცესი ინსტრუქტორი, იური.

რა გელით რითრითზე?

დილას დავიწყებთ ციგუნით - რბილი, ნელი მოძრაობებით, რომლებიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აღადგენს ენერგიას და გვამზადებს დღისათვის.

შუადღესა და საღამოს გვექნება ტაი ჩის პრაქტიკები - მოძრაობა მედიტაციაში, სადაც სხეული და სუნთქვა ერთ რიტმში ერთიანდება.

დაოსური პრაქტიკები, ერთი შეხედვით, მარტივია, მაგრამ:

იწვევს ენერგიის მოზღვავებას;

აუმჯობესებს განწყობას;

აბალანსებს სხეულსა და გონებას;

გვასწავლის თუ როგორ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ გამოწვევებს

აძლევს ბიძგს ყოველდღიურ, დამოუკიდებელ პრაქტიკას.

გარდა გამოცდილებისა რითრითი სრულად მორგებულია დამწყებებისთვისაც - არ არის საჭირო წინასწარი გამოცდილება.

დამატებით რითრითზე:

ენერგეტიკული წერტილების (აკუპრესურის) ვორქშოფზე


ისწავლით:

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავსა და სხვებს ტკივილის , და სტრესული სიტვაციეების დროს;

როგორ ვიმუშაოთ დაღლილობასთან, უენერგიობასთან;

როგორ შევიმსუბუქოთ კონკრეტული ორგანოების დისკომფორტი

ბგერითი თერაპია - ღრმა მოდუნებისა და აღდგენისათვის;

ბევრი სეირნობა ტყეში და სუნთქვითი სავარჯიშოები

დრო საკუთარ თავთან მარტო ყოფნისთვის;

ცემში კვლავ გვიმასპინძლებს სასტუმრო „განთიადი“ - მყუდრო გარემო, კომფორტული ნომრები და ტყესთან სიახლოვე, რაც საშუალებას მოგვცემს, სრულად დავისვენოთ და ბუნებასთან დავბრუნდეთ.


https://www.facebook.com/TsemiGantiadi



ღირებულებაში შედის:

განთავსება სასტუმროში;

ორჯერადი ვეგეტარიანული კვება;

ყველა პრაქტიკაზე დასწრება;


თანხაში არ შედის მგზავრობა. მონაწილეები თავად გადანაწილდებიან თავიანთ მაქანებში

გამგზავრება — პარასკევს 09:00 საათზე;


რითრითის ღირებულება:


1 კალათა (1 მარტამდე) - 490 ლარი

2 კალათა (15 მარტამდე) - 570 ლარი

3 კალათა (25 მარტამდე) - 660 ლარი

რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების 50%-ის, დარჩენილი ნაწილის სრულად გადახდა ხდება 5 მარტამდე

15 მარტამდე გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ სრული გადახდილი თანხა, მინუს 50 ლარი ადმინისტრაციის ხარჯი;

15 მარტის შემდეგ გადახდილი თანხა აღარ დაბრუნდება


დაბრუნება — კვირას საღამოს 21:00 საათზე

რეგისტრაციისთვის

მოგვწერეთ ჩათში

ან დაგვირეკეთ:

595 620 001

ჩვენი სტუდიის მისამართი:


საირმის 71 — გოძიაშვილის პარკში

bottom of page