top of page
menu-plant-final-menu.png

აშთანგა ვინიასას საფუძვლების ინტენსიური კურსი

დათო სუბელიანი

ღია გაკვეთილი - 26 მარტი 09:00;


26 მარტს, 09:00 საათზე, ლუმოსში გეპატიჟებით აშთანგა ვინიასას შემსწავლელი ინტენსიური 6-კვირიანი კურსის ღია გაკვეთილზე.


კურსი ჩატარდება 31 მარტიდან - 12 მაისამდე.

სამშაბათსა და ხუთშაბათს - 09:00 - 10:30 საათზე;


ეს პროგრამა მათთვისაა, ვისაც სურს იოგას სიღრმისეული, საფუძვლიანი გააზრება და არა უბრალოდ ინტენსიური ვარჯიში.


ექვსი კვირის განმავლობაში ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ შევისწავლით აშთანგა ვინიასა იოგას ძირითად სისტემას -სუნთქვას, მოძრაობას, მოძრაობებს შორის გადასვლებსა და თანმიმდევრობას;

პრაქტიკას დავიწყებთ თითოეული მოძრაობის ნელი და დაკვირვებითი შესწავლითდა ეტაპობრივად დავეუფლებით უწყვეტ, თავდაჯერებულ, გაძღოლილ პრაქტიკას.


ყოველ მომდევნო კვირას პრაქტიკა უფრო დინამიური, რიტმული და თვითმართვადი იქნება.ეს არ არის drop-in ფლოუ კლასი, ესაა პროგრამა მკაფიო სასწავლო ლოგიკით.

კურსის დასრულების შემდეგ ჯგუფი გარდაიქმნება მაისორისა და ლედ კლასად, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ პრაქტიკის გაგრძელება და დახვეწა.


პროგრამის მსვლელობის დროს მონაწილეებს გადაეცემათ აშთანგას სახელმძღვანელო - დეტალურად გაწერილი პროგრამით დაფარული საკითხები, ილუსტრაციებთან და დამატებით მასალასთან ერთად, რაც სასწავლო პროცესში თუ შემდგომი პრაქტიკის დროს ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი იქნება მათთვის.



რით განსხვავდება ეს პროგრამა:


კურსის დასაწყისი წარიმართება ვორქშოფის ფორმატში -

თითოეული მოძრაობის დეტალური ახსნით,ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზრდება დატვირთვა უსაფრთხო პროგრესის მისაღწევად. კვირიდან კვირამდე ვორქშოფის ფორმატსა და დეტალურ ინსტრუქტაჟს ჩაანაცვლებს გაძღოლილი და ავტონომიური პრაქტიკა.ესაა აშთანგას ლედ ან მაისორის ტიპის გაკვეთილებისთვის მზადება


მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი დონის პრაქტიკოსს - დამწყებსა თუ გამოცდილს.ყველა ეტაპზე შემოთავაზებული იქნება თითოეული ვარჯიშის ალტერნატივები და მოდიფიკაციები.


რეკომენდებულია პროცესში სრულად, უწყვეტად 6 კვირის განმავლობაში მონაწილეობა.


როგორ ვითარდება პროგრამა (12 გაკვეთილი/6 კვირა)


  • 1-2 კვირა — მოძრაობების საფუძვლები და მათი შესრულების უსაფრთხოება, სუნთქვის მექანიკა, ვინიასას ლოგიკა, მზის მისალმების დეტალური ახსნა (A, B), დგომითი პოზების საფუძვლები.ვქმნით სტაბილურ და გააზრებულ ბაზას.


  • 3–4 კვირა — სტაბილურობა და გადასვლები.

    დგომითი ასანების სერია უფრო უწყვეტი ხდება, ემატება მჯდომარე პოზები, გადასვლები და ბანდჰას პრინციპები.ძალა — აგრესიის გარეშე


  • 5–6 კვირა — დინება, ინტეგრაცია და ავტონომია

    უმეტესად გაძღოლილი პრაქტიკა, ნაკლები ახსნა.

    ტრიალები, ბალანსი დაღლილობის ფონზე, ზურგის მოხრები და თვითმართვადი მონაკვეთები.

    პროგრამის ბოლოს გექნებათ მკაფიო ხედვა, როგორ გააგრძელოთ პრაქტიკა დამოუკიდებლად.


    პროგრამის დასრულების შემდეგ:


  • შეძლებთ იმოძრაოთ სუნთქვასთან ერთად;


  • გექნებათ პირველადი სერიის ძირითადი სტრუქტურის გაგება;


  • შეიძენთ სტაბილურობას პრაქტიკის აჩქარების ან პრაქტიკით გადატვირთვის გარეშე;


  • შეძლებთ თავდაჯერებულად შეუერთდეთ აშთანგას ან რომელიმე სხვა ვინიასას სისტემის გაკვეთილებს;


  • შეძლებთ უსაფრთხოდ ივარჯიშოთ დამოუკიდებლად;


  • ესაა საფუძვლების დასწავლა და არა შესრულებაზე ორიენტირებული შოუ.


ფორმატი: 12 გაკვეთილი - კვირაში 2-ჯერ - 90 წუთი


ხანგრძლივობა: 6 კვირა


სტილი: ვორქშოფი → პროგრესულად გაძღოლილი პრაქტიკა


მასწავლებელი: დათო სუბელიანი


პროგრამის დასრულების შემდეგ მსურველთათვის შემოთავაზებული იქნება დამატებით შაბათ–კვირის ინტენსივი, სადაც დამუშავდება ის ნაწილები, რომლებიც ამ 6 კვირაში შეგნებულად დარჩა პროგრამის მიღმა.

  • გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:

    290 ლარი


    🌱 რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების 50%-ის, 145 ლარის გადახდას. დარჩენილი ნაწილის სრულად გადახდა ხდება 5 აპრილამდე.
    20 მარტამდე გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ სრული გადახდილი თანხა მინუს 50 ლარი ადმინისტრაციის ხარჯი.
    27 მარტის შემდეგ თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდება.

    მიმღები:

    დ.ს

    ანგარიშის ნომერი:

    GE40TB7594636010100052

    ატვირთვა
bottom of page