

Chakra Loop Breathing
თინა კუხიანიძე
14 თებერვალი 19:00
14 თებერვალს, ლუმოსი გეპატიჟებათ სუნთქვით პრაქტიკაზე - Chakra Loop Breathing-ის აქტიურ, დინამიურ პროცესზე, რომელიც მიმართულია სხეულში ენერგეტიკული ცენტრების გააქტიურებასა და გათავისუფლებაზე.
პრაქტიკას გაუძღვება თინა კუხიანიძე - პიროვნული განვითარების ფასილიტატორი, რომელიც მუშაობს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებთან. თავის პრაქტიკაში თინა იყენებს სომატურ და მედიტაციურ ტექნიკებს, ასევე სისტემური განლაგების მეთოდს. Chakra Loop Breathing აქტიური სუნთქვის პრაქტიკაა, რომელიც მიმართულია სხეულში ენერგეტიკულ ცენტრებზე. პროცესი დინამიურია, სუნთქვა კი ინტენსიური, რასაც ხშირად კათარზისული ეფექტი აქვს. აქტიური ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით, სხეულის მოძრაობის დახმარებითა და ყურადღების სხვადასხვა ცენტრზე მიმართვით, ჩაკრებს შორის ვქმნით ე.წ. ლუპებს (ჩაკეტილ წრეებს), ამით ვათავისუფლებთ ცენტრებს დაძაბულობისგან, დიდი ხნის ნაგროვები სიმძიმეებისგან. პრაქტიკის შემდეგ მონაწილეები ხშირად აღნიშნავენ: ენერგიის უფრო თავისუფალ მოძრაობას სხეულში; სიმსუბუქისა და განტვირთვის შეგრძნებას; ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი სიცოცხლისა და სიცხადის განცდას სუნთქვით.
პრაქტიკაზე დასასწრებად სასურველია გეცვათ კომფორტული ტანისამოსი და პრაქტიკამდე გარკვეული დროით ადრე არ მიიღოთ მძიმე საკვები; ვორქშოპი ღიაა ყველასთვის. რეკომენდებულია კომფორტული ტანსაცმელი და პრაქტიკამდე გარკვეული დროით ადრე საკვებისგან თავის შეკავებას.
თარიღი: 14 თებერვალი; 19:00 ხანგრძლივობა: 2 საათი ფასი: 70 ლარი
გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:
70 ლარი
ჩაკრა ლუფ
მიმღები:
თ. კ.
ანგარიშის ნომერი:
GE09TB7128636010100048

