top of page
menu-plant-final-menu.png

ყურადღების ცნობიერი
მართვის ვებინარი

ნანიკო ვაშაკიძე

21 სექტემბერი

21 სექტემბერს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით ღია ვებინარზე, რომლის განმავლობაშიც დეტალურად გაგაცნობთ MBSR - სტრესის შემცირების 8-კვირიან პროგრამას და სიღრმისეულად ვისაუბრებთ, თუ როგორ ეხმარება ის ადამიანებს ავტომატური რეაქციების მართვასა და შინაგანი მედეგობის (Resilience) ჩამოყალიბებაში. ვებინარს გაუძღვება ფსიქოლოგი და MBSR-ის ფასილიტატორი, ნანიკო ვაშაძე (Brown University, School of Professional Studies, Mindfulness Education).

სტრესი, ქრონიკული გადაღლილობა და შინაგანი შფოთვა თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა პრობლემა თავად სტრესორები კი არაა, არამედ ის, თუ როგორ ვრეაგირებთ მათზე.


ვის დააინტერესებს ვებინარი?

  • მათ, ვისაც აქვს ქრონიკული სტრესი, ემოციური გადაღლილობა ან შფოთვა და სურს მათთან გამკლევება;

  • ვისაც სურს ემოციური წონასწორობის აღდგენა, ყურადღებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესება;

  • ვისაც აინტერესებს MBSR ტრენინგი და სურს, მიიღოს ცოდნა, რომელსაც გამოიყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 


MBSR - Mindfulness-Based Stress Reduction - 1979 წელს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში შექმნილი 8-კვირიანი პროგრამაა, რომელიც აერთიანებს ნეირომეცნიერებას, ფსიქოლოგიასა და მაინდფულნესის პრაქტიკებს. ის აღიარებულია მსოფლიოს წამყვან კლინიკებსა და უნივერსიტეტებში, როგორც სტრესთან, შფოთვასა და ემოციურ გადაწვასთან (Burnout) გამკლავების ოქროს სტანდარტი.


რაზე ვისაუბრებთ ვებინარზე?

  • რა არის MBSR და რატომაა ასეთი ეფექტური? განვიხილავთ ჯონ კაბატ-ზინის მიერ შექმნილი პროგრამის ნეირობიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ საფუძვლებს.

  • ავტომატური პილოტის დაძლევა - როგორ ვისწავლოთ რეაქტიულობის შემცირება, სტრესორებთან გააზრებული შეხვედრა და ემოციური რეგულაცია.

  • ცოცხალი პრაქტიკა - გვექნება მოკლე გაძღოლილი მედიტაცია, რათა გამოცადოთ აწმყოში ყოფნის ეფექტი.

  • ლუმოსში დაგეგმილი კურსის პრეზენტაცია - დეტალურად გაგიზიარებთ MBSR კურსის სტრუქტურას, ფორმატს, ყოველკვირეულ თემებსა და იმ ინსტრუმენტებს, რომლებსაც პროგრამის განმავლობაში აითვისებთ.

  • Q&A სესია - ვუპასუხებთ თქვენს ყველა შეკითხვას.

  • გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:

    უფასო ვებინარი

    მიმღები:

    ანგარიშის ნომერი:

    ატვირთვა
bottom of page