top of page
menu-plant-final-menu.png

ცნობიერი თამაშები

გიორგი მიროტაძე

15 მარტი, 12:00 - 18:00;

რა არის ცნობიერი თამაშები?


ესაა ჯგუფური პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს თამაშს, ფიზიკურ მოძრაობასა და სოციალურ ურთიერთობებს, რაც მონაწილეებს თვითშემეცნებაში, ემოციური ინტელექტის განვითარებასა და ჯანსაღი, ავთენტური ურთიერთობების განვითარებაში ეხმარება.


პრაქტიკის მიზანია, ადამიანებმა ცნობიერი ურთიერთობა დაამყარონ საკუთარ სხეულთან, გონებასა და ემოციებთან.


თამაშში ჩვენ ხელახლა აღმოვაჩენთ საკუთარ თავს, ვივსებით ენერგიითა და ხალისით და ვაღვიძებთ ჩვენი სხეულის ინტელექტს, რადგან ვიყენებთ უსაფრთხო ძალას ისე, რომ პატივს ვცემთ მეტოქეს. ესაა ინდივიდუალური მოგზაურობა, სადაც მეგზურები სხვა ადამიანებიც არიან.


რატომაა სასარგებლო ცნობიერი თამაშის პრაქტიკა?


თამაში და შერკინება: თამაშის დროს ნერვული სისტემა ყველაზე მეტ ინფორმაციას იღებს. შერკინება გვაიძულებს, რომ ფსიქიკური და ფიზიკური კომფორტის ზღვარს მივაღწიოთ.


ურთიერთობა, მხარდაჭერა და მიმღებლობა: პრაქტიკის დროს ვამყარებთ მჭიდრო ურთიერთობას მონაწილეებთან, მხარს ვუჭერთ ერთმანეთს და ვიღებთ ისეთებად, როგორებიც არიან. უმთავრესია კეთილგანწყობა, უსაფრთხოების პირობის დაცვა და ურთიერთპატივისცემა.


მირომ ცნობიერი თამაშების პრაქტიკა მისივე შემქმნელისგან, მატეო ტანგანისგან, შეისწავლა და მას შემდეგ დამოუკიდებლად ან მოქშა ფეიქართან ერთად უზიარებს ადამიანებს.

  • გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:

    90 ლარი

    რეგისტრაცია გულისხმობს თანხის სრულად ჩარიცხვას. სამი დღით ადრე გაუქმების შემთხვევაში, 50 ლარი, როგორც ადმინისტრაციის ხარჯი, არ ბრუნდება

    მიმღები:

    შპს იოჯი

    ანგარიშის ნომერი:

    GE30TB7898736080100015

    ატვირთვა
bottom of page