top of page
menu-plant-final-menu.png

ცეკვითი მედიტაცია

თამარა გურგენიძე

17 ივნისიდან ყოველ ოთხშაბათს 20:00 - 21:30

გიზიარებთ სიახლეს, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს უფრო გაამხიარულებს და გააგრილებს...


ცეკვით მედიტაციას გაუძღვება ლუმოსისთვის უკვე საყვარელი, სერტიფიცირებული ჰოლისტიკური თერაპევტი, იოგასა და ცეკვითი მოძრაობის წამყვანი, თამარა გურგენიძე, რომელიც ბოლო სამი ზაფხულია, გვანებივრებს თავისი ჯადოსნური თერაპიებით, ზრუნვითა და ყურადღებით.

 

„ვინც ცეკვის ძალა შეიცნო, ის უფალთან დასახლდა“ - რუმი


ეს არ არის  გონებაში ჩამახსოვრებული, კლასიკური ცეკვის გაკვეთილი. პრაქტიკა შედგება ნახევრად გიდირებული თერაპიული პროცესისგან, სადაც მოძრაობა ხდება ხიდი შენს შინაგან სამყაროში შესაღწევად. თამარა იყენებს სუფიურ საწყისებსა და თანამედროვე ენერგეტიკულ მიდგომებს, რათა დაუბრუნდეთ აწმყოს და გათავისუფლდეთ ეგოს მიერ შექმნილი  ჩარჩოებისგან.


ჩვენი სხეულის 85% წყლისგან შედგება. მუსიკის ვიბრაცია და ინტუიციური მოძრაობა გვეხმარება ძველი ტკივილების, სტრესისა და  ემოციური პროგრამების გამოდევნაში.


სიტყვების გარეშე, მოძრაობა თავად პოულობს გზას იმ ბლოკებამდე, სადაც კლასიკური თერაპია ვერ აღწევს. პრაქტიკა გვეხმარება სხეულის ყველა ნაწილის გააქტიურებაში, რაც ყოველდღიურობაში მეტ თავდაჯერებულობას, სიმსუბუქესა და შინაგან თავისუფლებას გვიბრუნებს.


აქ არავინ გაფასებს. დარბაზში იქმნება მაღალი ენერგეტიკული სიხშირე, სადაც შეგიძლია იმოძრაო ისე, თითქოს არავინ გიყურებს. ეს არის უსაფრთხო გარემო, სადაც შენი ნერვული სისტემა ტოვებს თავდაცვის რეჟიმს და გადადის განკურნების ფაზაში.


 არ არსებობს „სწორი“ და „არასწორი“ მოძრაობა. საჭიროა მხოლოდ მზაობა, რომ სცადო ახალი შეგრძნებები და მიჰყვე შინაგან ხმას.


 გელით  ერთობლივ მოგზაურობაში.

ყოველ  ოთხშაბათს, 20:00 - 21:30 ზე;


თამარას შესახებ:

თამარა გურგენიძე IG @tama_oriental_therapies აღმოსავლური, მანუალური და ჰოლისტიკური თერაპიების ოსტატი. აღდგენითი იოგა, DMT ( ცეკვითი მოძრაობის თერაპია) ინსტრუქტორი. განათლება: დიენ ჩანის მულტირეფლექსოლოგიის საერთაშორისო სკოლა, ისმედის ქირომასაჟისა და ალტერნატიული თერაპიის უმაღლესი სკოლა, ბარსელონა, ესპანეთი. მოღვაწეობს ესპანეთში, საქართველოსა და ურუგვაიში.

  • გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:

    1 დასწრება 30 ლარი / 1 თვე - 100 ლარი

    მიმღები:

    მ.მ ზ.წ

    ანგარიშის ნომერი:

    GE07TB7310345064300113

    ატვირთვა
bottom of page