top of page
menu-plant-final-menu.png

იაპონური მასაჟის ტექნიკა

თამა

4 აგვისტო 19:00 -21:30

🌿ლუმოსში უძველესი იაპონური სამკურნალო თერაპიის სამყარო გელოდება!

აღმოაჩინე ,,ამმას'' (შიაცუ სკამზე) მასაჟის ხელოვნება, რომლის მეგზურიც იქნება აღმოსავლური, მანუალური და ჰოლისტიკური თერაპიების ოსტატი თამარა გურგენიძე, რომელიც ბოლო სამი ზაფხულია, გვანებივრებს მრავალფეროვანი თერაპიებით, ზრუნვითა და ყურადღებით.


🌊 ეს ვორქშოფი უნიკალური შესაძლებლობაა, პირადად მიიღო ის ცოდნა, რომელსაც თამარა წლების განმავლობაში აგროვებდა. თეორიასთან ერთად პროცესი მოიცავს პრაქტიკულ გამოცდილებასაც - შენ თავად შეისწავლი მასაჟის ტექნიკებს და თავად შეძლებ მის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.


🌀 რა არის შიაცუ და რატომ ეს ვორქშოფი?

შიაცუს ტექნიკა გულისხმობს თითებითა და ხელის გულებით „პრესირებას“ სხეულის ენერგეტიკულ მერიდიანებზე. ეს არის სწრაფი გზა სტრესიდან სრულ რელაქსაციამდე:


 სულ რამდენიმე წუთია საჭირო, რომ იგრძნო, როგორ ქრება დაღლილობა; მომატებული ენერგია კი მთელ დღეს გაგყვება.


💓თერაპიის დროს გამოიყოფა ენდორფინები, რაც სხეულს თვითბალანსსა და სიმშვიდეში აბრუნებს.


✋„შეხება, შეგრძნება, კონტაქტი“ - ეს პრინციპი დაგეხმარება კუნთების მოდუნებასა და გონებრივ სიმშვიდეში.

ეს ტექნიკა შექმნილია მათთვის, ვისაც სურს სახლის პირობებშიც კი შეძლოს სწრაფი და ეფექტური დასვენება.

ეს არის ურთიერთგაცვლის ექსპერიმენტი, რომელიც ტვინს სიმშვიდის ფაზაში გადაიყვანს.


 ვისთვისაა ეს ვორქშოფი?


✨თუ ეძებ გზებს სხეულის სწრაფი მოდუნებისთვის;

✨ თუ გსურს ისწავლო ტექნიკა, რომელიც შენს საყვარელ ადამიანებსაც დაეხმარება სტრესის მოხსნაში;

✨თუ გინდა, რომ შენს ყოველდღიურობას შემატო სასიამოვნო და ჯანსაღი ექსპერიმენტი;


💙გელით ზაფხულის გამორჩეულ თავგადასავალში.


  • გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:

    90 ლარი
    წყვილებისთვის 150 ლარი

    🌱 რეგისტრაცია გულისხმობს თანხის სრულად ჩარიცხვას. სამი დღით ადრე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება. რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა ჩარიცხვის ქვითრის გამოგზავნა.

    მიმღები:

    მ.მ ზ.წ

    ანგარიშის ნომერი:

    28 ივლისს, 20:00 საათზე გეპატიჟებით ონლაინვებინარზე, რომელსაც გაუძღვება მსოფლიოში აღიარებული ბიოენერგეტიკის მასწავლებელი და რამდენიმე წიგნის ავტორი, დევარაჟ სენდბერგი.

    ატვირთვა
bottom of page