

მაინდფულნესზე დაფუძნებული სტრესის შემცირების პროგრამა
ნანიკო ვაშაკიძე
მაინდგულნესი გაიმართა - 13 ოქტომბერს
🌱 ლუმოსში გეპატიჟებით MBSR - Mindfulness-ზე დაფუძნებული სტრესის შემცირების პროგრამაზე, რომელსაც გაუძღვება ფსიქოლოგი და MBSR-ის ფასილიტატორი, ნანიკო ვაშაძე Brown University, School of Professional Studies, Mindfulness Education).
ყოველდღიური ცხოვრებისათვის ცნობიერად ყოფნის პრაქტიკა 8-კვირიანი სასწავლო პროგრამაა, რომელიც გაცნობითი შეხვედრით დაიწყება.
ცნობიერად ყოფნა ყურადღების მიზანმიმართული და არაგანსჯითი მიმართვაა აწმყო მომენტში მიმდინარე გამოცდილებისაკენ. ეს ნიშნავს „აქ და ამჟამად“ ყოფნას ისეთი დამოკიდებულებით, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, შევამჩნიოთ ჩვენი აზრები, ემოციები და ქცევითი იმპულსები მათი წარმოშობის პროცესშივე - ავტომატური, ავტოპილოტური რეაქციების გარეშე. სწორედ ამ გზით ვითარდება ყოფნის ცნობიერება, თვითშემჩნევა და თვითზრუნვა.
🌀 ცნობიერად ყოფნა არ გულისხმობს საკუთარი თავის „შეცვლის“ მცდელობას, არამედ სწავლას, თუ როგორ ვიყოთ აწმყო მომენტში უფრო მეტი ცნობისმოყვარეობით, მიმღებლობითა და თანაგრძნობით.
Mindfulness-ზე დაფუძნებული სტრესის შემცირების (MBSR) ორთვიანი პროგრამა მოგცემთ შესაძლებლობას, დაუბრუნდეთ საკუთარ თავს, შეანელოთ ტემპი და ეტაპობრივად განავითაროთ გაცნობიერების მომენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში. პროცესი ქმნის სივრცეს უფრო მკაფიო ხედვისთვის, შინაგანი სიმშვიდის აღსადგენად და მედეგობის გასაძლიერებლად, რაც მიიღწევა სხეულის შეგრძნებებზე, სუნთქვაზე, აზრებსა და ემოციებზე არაგანსჯითი დამოკიდებულებითა და მათი მიღებით.
MBSR არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეფექტიანი პროგრამა, რომელიც ეფექტურად გამოიყენება სტრესის, ქრონიკული ტკივილისა და გადაღლილობის შესამცირებლად და გვეხმარება ემოციური რეგულაციისა და თვითზრუნვის უნარების განვითარებაში.
💡 ორი თვის განმავლობაში ერთად დავაკვირდებით, რას ნიშნავს „აქ და ამჟამად“ ფხიზლად ყოფნა და ვისწავლით იმპულსების შემჩნევას მანამ, სანამ ისინი ავტომატურ რეაქციებად გადაიქცევა. პრაქტიკები არ მოიცავს სარელაქსაციო ტექნიკებს და არც რეალობიდან გაქცევას ისახავს მიზნად, არამედ პირიქით - გვასწავლის გულდასმით, მეტი დაკვირვებითა და ღიაობით ყოფნას აწმყო მომენტში.
MBSR-ის 8-კვირიანი პროგრამა, რომელიც შეიქმნა ჯონ კაბატ-ზინის მიერ 1979 წელს, ეფუძნება უძველეს მედიტაციურ პრაქტიკებს და ინტეგრირებულია
✨ თანამედროვე მედიცინასა და ფსიქოლოგიაში.
სესიები მოიცავს:
🔸ფორმალურ და არაფორმალურ მედიტაციებს (აუდიო გაიდებს);
🔸სუნთქვასა და სხეულზე დაფუძნებულ პრაქტიკებს;
🔸გაცნობიერებულ მოძრაობას;
🔸ჭამისა და სიარულის პრაქტიკებს;
🔸ფსიქოგანათლებას სტრესისა და ჩვევების შესახებ ;
💡 ყველა პრაქტიკა ადაპტირებულია ისე, რომ იყოს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი როგორც დამწყებთათვის, ასევე მათთვის, ვისაც უკვე აქვს გამოცდილება. წინასწარი ცოდნა საჭირო არ არის.
პროგრამა განსაკუთრებით ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, ვინც გრძნობს გადაღლას, სტრესს, შფოთვას, მოჭარბებულ ფიქრებს ან უბრალოდ სურვილი აქვს, უფრო დაუახლოვდეს საკუთარ შინაგან გამოცდილებას.
პრაქტიკა მიზნად არ ისახავს სწრაფ ცვლილებებს, არამედ გაცნობიერებას, რადგან ხშირად სწორედ დანახვა ქმნის ცვლილებისთვის საჭირო სივრცეს.
კურსის განმავლობაში გელით უსაფრთხო, არაგანსჯითი და მზრუნველი სივრცე. თქვენ თავად ირჩევთ, რამდენად და რა ტემპით ჩაერთვებით პროცესში. Mindfulness იწყება იქიდან, სადაც ახლა ხართ, ზუსტად ისეთები, როგორებიც ამ მომენტში ხართ, ყოველგვარი ცვლილების საჭიროების გარეშე.
💫MBSR პრაქტიკის შესაძლო სარგებელი:
🔸ყოველდღიური სტრესის დონის შემცირება;
🔸აწმყო მომენტში ყოფნის უნარის განვითარება;
🔸კონცენტრაციისა და ყურადღების სტაბილურობის გავარჯიშება;
🔸სხეულებრივი დაძაბულობის შემსუბუქება;
ემოციური რეგულაციისა და თვითზრუნვის უნარების გაღრმავება;
🔸შფოთვისა და დეპრესიული სიმპტომების შემცირება;
გადაწვის (burnout) მდგომარეობის შემსუბუქება.
💠 პროგრამის სტრუქტურა:
ერთი საორიენტაციო შეხვედრა (სავალდებულო, ონლაინ) - 75 წუთი, რომლის განმავლობაშიც შეგიძლიათ მშვიდად დასვათ კითხვები, გაეცნოთ პროგრამის სტრუქტურას, გაიგოთ შესაძლო სარგებელი და რისკები და მოემზადოთ პრაქტიკებისთვის საკუთარი ტემპით.
ერთი ინდივიდუალური შეხვედრა ფასილიტატორთან (ონლაინ, 15- 20 წუთი) - ამ დროს შეგიძლიათ მშვიდად აღგვიწეროთ თქვენი საჭიროებები, შეაფასოთ მზადყოფნა პროგრამაში ჩასართავად, რათა უკეთ განისაზღვროს, როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი.
8 ჯგუფური სესია (კვირაში ერთხელ) - 2.30 საათის განმავლობაში, სადაც ერთად ვსწავლობთ ფორმალურ და არაფორმალურ პრაქტიკებს, ვაზიარებთ გამოცდილებებს, ვახდენთ რეფლექსიას და განვიხილავთ თეორიულ ჩარჩ ოს.
ერთი სრული სიჩუმის დღე (Silent Day) - მედიტაციების საშუალებით დრო მთლიანად თქვენს გამოცდილებას, ფიქრსა და ყოფნას ეთმობა.
ყოველდღიური პრაქტიკა - 45-60 წუთი. ყოველკვირეული დავალებების სახით სწავლობთ, როგორ დანერგოთ სხვადასხვა პრაქტიკა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში თანმიმდევრულად, ყურადღებითა და საკუთარი ტემპით.
ფორმატი და ღირებულება:
1-ელ სექტემბრამდე - 470 ლარი
1-ელი სექტემბრის შემდეგ - 600 ლარი
💮 ჯგუფი დახურულია, რათა შეიქმნას უსაფრთხო და სანდო ჯგუფური სივრცე. პროგრამა გულისხმობს ყველა შეხვედრაზე დასწრებას; რეკომენდებულია არაუმეტეს ერთი გაცდენა მთელი პროგრამის განმავლობაში.
სხვა აქტივობები:
13 სექტემბერი
Community Wakling - ბუნებაში 1 საათი მაინდფულნესის პრაქტიკა და შემდეგ ცნობიერი სიარული ( სავარაუდო ადგილები ზედაზენი, მთაწმინდა კუს ტბის ბილიკი)
23 სექტემბერი
ვებინარი - მაინდფულნესის კურსის გაცნობა;
6 ოქტომბერი
შეხვედრა ლუმოსში კურსის გარშემო
13 ოქტომბერი - 13 დეკემბერი
ემბიესარი - ორთვიანი კურსი
19 დეკემბერი
მაინდფულნეს ერთდღიანი შეკრება ლუმოსში
გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:
1 სექტემბრამდე - 470 ლარი
1 სექტემბრიდან - 600 ლარი🌱 რეგისტრაცია გულისხმობს თანხის სრულად ჩარიცხვას. 25 სექტემბრამდე გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ სრული გადახდილი თანხა მინუს 50 ლარი ადმინისტრაციის ხარჯი.სამი დღით ადრე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება. რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა ჩარიცხვის ქვითრის გამოგზავნა.
მიმღები:
ი/მ ნანა ვაშაკიძე
ანგარიშის ნომერი:
GE80TB7873436010100039

