

შინაგანი ძალის დინამიკა
დევარაჟ სანდბერგი
1 - 3 მაისი. პარასკევს - 19:00 - 21:30;
შაბათი და კვირა 11:00 - 18:00;
შინაგანი ძალის დინამიკა;
პიროვნული ძალის განცდა ყველა ურთიერთობის საფუძველია - თუ თქვენ ამას ვერ აცნობიერებთ, სავარაუდოდ, ვერ აკონტროლებთ სიტუაციას და თქვენ ნაცვლად ამას სხვა აკეთებს. პიროვნული ძალა მომდინარეობს სიტყვიდან - „არა!“, რომელიც გვიცავს და გვეხმარება საზღვრების დადგენაში. როდესაც „არას“ ვამბობთ თავდაჯერებულად და სრული სიცხადით, ვგრძნობთ უფრო ძლიერ შინაგან ძალას, უსაფრთხოებას და ვხდებით უფრო გახსნილები სიცოცხლის მიმართ. საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა კი გვიძნელდება მაშინ, როდესაც ჩვენი „არა“ სუსტია, ან მაშინ, როდესაც გვმართავს სოციალური ზეწოლა.
მაისის პირველ შაბათ-კვირას ვიმუშავებთ იმაზე, თუ როგორ დავიბრუნოთ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე.
1-ელ, 2 და 3 მაისს, ლუმოსში, გეპატიჟებით სხეულზე ორიენტირებული თერაპიული ტექნიკების სამდღიანი ვორქშოფების სერიაზე, რომელსაც გაუძღვება ცნობილი ბრიტანელი სხეულზე ორიენტირებული თერაპევტი, დევარაჟ სანდბერგი.
დევი 20 წელზე მეტია, უძღვება ინტენსიურ თერაპიულ ვორქშოფებს მსოფლიოს გარშემო, არის სხეულზე ორიენტირებული თერაპიის რამდენიმე წიგნის ავტორი.
თითოეულ სესიაზე გაჩვენებთ პრეზენტაციას, სადაც თვალნათლივ დავინახავთ, თუ როდის და როგორ „ვუთმობთ“ ჩვენს ძალაუფლებას სხვებს. შემდეგ ვიმუშავებთ წყვილებში და გავუზიარებთ ერთმანეთს, თუ როგორ გვეხება პიროვნულად ეს ჩვენ და როგორ აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. ამის შემდეგ ვიმუშავებთ თერაპიულ სტრუქტურაში, რომელიც დაგვეხმარება ამ საკითხის გადაწყვეტასა და კორექტირებაში. ვორქშოფის შემდეგ უკეთ იგრძნობთ საკუთარ პიროვნულ ძალასა და ძალაუფლებას, რაც მოგცემთ საკუთარი სიცოხლის კონტროლის საშუალებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სესიები შესაძლოა აღმოჩნდეს ემოციურად ინტენსიური და კონფრონტაციული ზოგიერთ მომენტში. ამიტომაც, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ გაქვთ ამისათვის შესაბამისი მზაობა.
ვორქშოფი წარიმართება მარტივი, სასაუბრო ინგლისური ენით, ტექნიკური ტერმინოლოგიის გარეშე, ამიტომაც მონაწილეობის მისაღებად საკმარისია საბაზისო ინგლისურის ცოდნა.
ვორქშოფები ჩატარდება:
პარასკევს - 19:00 - 21:30;
შაბათი და კვირა 11:00 - 18:00;
დამსწრეების მაქსიმალური რაოდენობაა: 16 ადამიანი.
ვორქშოფის ღირებულება:
3 დღე - 460 ლარი;
მხოლოდ პარასკევი - 90 ლარი;
შესაძლებელია თანხის ორ ნაწილად გადახდა. პირველი ნაწილი გადახდა - 15 აპრილამდე, მეორე ნაწილის - ვორქშოფამდე ერთი კვირით ადრე.
25 აპრილამდე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ ჩარიცხული თანხა 50 ლარის, ადმინისტრაციული ხარჯის, გამოკლებით.
სამი დღით ადრე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ დაბრუნდება.
დევის არხი იუთუბზე:
რეგისტრაციისთვისმოგვწერეთ ჩათში;
ან დაგვირეკეთ:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია:
საირმის 71 გოძიაშვილის პარკში
გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:
3 დღე - 460 ლარი;
მხოლოდ პარასკევი - 90 ლარი;შესაძლებელია თანხის ორ ნაწილად გადახდა. პირველი ნაწილი გადახდა - 15 აპრილამდე, მეორე ნაწილის - ვორქშოფამდე ერთი კვირით ადრე.
25 აპრილამდე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ ჩარიცხული თანხა 50 ლარის, ადმინისტრაციული ხარჯ ის, გამოკლებით.
🌱 სამი დღით ადრე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ დაბრუნდება.მიმღები:
ანგარიშის ნომერი:
GE93TB7980345064300082

