top of page
menu-plant-final-menu.png

ძალისმიერი იოგა

ირინა ბუჯიაშვილი

ღია გაკვეთილი - 30 ივნისი; 2 ივლისიდან - 30 ივლისის ჩათვლით 20: 30 -დან 21:45 მდე.

🌀 შეარჩიე შენთვის მოსახერხებელი ფორმატი: შემოგვიერთდი სტუდიაში ან ჩაერთე ჯგუფურ პრაქტიკაში ონლაინ.

შეხვედრა გაიმართება ზუმში.


Power Yoga, იგივე ძალისმიერი იოგა აერთიანებს აშთანგა ვინიასა იოგას ფიტნესის ელემენტებთან.


იოგას ტრადიციული პრაქტიკისგან განსხვავებით, აქ აქცენტი არა მოდუნებაზე, არამედ ენერგიის გააქტიურებაზე, ძალისა და კუნთოვანი მასის მომატებაზე და გულსისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებაზე კეთდება. მოძრაობები სწორ სუნთქვასთან ერთად ინტენსიურად, მაქსიმალური სიზუსტით ებმის ერთმანეთს.


კურსის განმავლობაში დეტალურად განვიხილავთ ისეთ პოზებსა და კომბინაციებს, როგორებიცაა - ფიცარი, მეომრისა და სამკუთხედის ვარიაციები, გადასვლები, იგივე „ჩატურანგები“ და მზის მისალმებები. 

რაში დაგვეხმარება ასეთი აქტიური, ძალის მომატებაზე ორიენტირებული პრაქტიკა?

რადგან ასეთი ვარჯიში საკმაოდ დატვირთული, ინტენსიური და აქტიურია, ის ეფექტურია წონაში კლებისა და სხეულის კორექციისათვის, ასევე გაზრდის პროდუქტიულობას და აგვიმაღლებს ენერგიის საერთო დონეს. ყოველ ვარჯიშს დავასრულებთ რელაქსაციით, მოდუნებით, რომელსაც იოგაში შავასანა ჰქვია, ეს კი გადაანაწილებს ენერგიას მთელ სხეულში და აგვავსებს სასიამოვნო სიმსუბუქის შეგრძნებით.


კურსის განმავლობაში ასევე მიიღებთ რეკომენდაციებს კვების შესაბამის რაციონთან დაკავშირებით და ზაფხულის სეზონს უფრო დახვეწილი, გამოკვეთილი ფორმებით, ჯანსაღი სხეულითა და ამაღლებული განწყობით შეხვდებით, რაც აქტიური და საინტერესო დასვენების საწინდარი იქნება.

  • გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:

    175 ლარი

    🌱 რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების სრულად გადახდას
    27 ივნისამდე გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ სრული გადახდილი თანხა მინუს 50 ლარი ადმინისტრაციის ხარჯი.
    🌱 27 ივნისის შემდეგ გაუქმების შემთხვევაში თანხა უკენ ვერ დაბრუნდება.

    მიმღები:

    ი.მ თ.ბ

    ანგარიშის ნომერი:

    GE43BG0000000606194067

    ატვირთვა
bottom of page